settings icon
share icon
შეკითხვა

უნდა იარონ თუ არა ქრისტიანებმა ექიმებთან?

პასუხი


არსებობენ ქრისტიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ექიმთან მისვლა უფლის რწმენის ნაკლებობას ნიშნავს. „სიტყვის რწმენის მოძრაობა ექიმთან კონსულტაციას რწმენის ნაკლებობად განიხილავს, რაც ხელს უშლის ღმერთს განკურნებაში. ქრისტიანი მეცნიერების ჯგუფებში ექიმთა დახმარების ძიება იმ სულიერი ენერგიისთვის ხელისშემშლელად ითვლება, რომელიც უფალმა მოგვცა, რათა განვკურნოთ საკუთარი თავი. ეს მოსაზრება ლოგიკასაა მოკლებული. როდესაც მანქანა გაგიფუჭდება, გასაკეთებლად მიგყავს თუ უფალს ელოდები, რომ გაგიკეთოს? როდესაც სახლში წყალსადენის მილები გაქვს გაფუჭებული, ხელოსანს ელოდები თუ უფალს? უფალს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ ეს არ გვაძლევს საბაბს, სულ მისგან ველოდოთ შველას, როცა შეგვიძლია მივმართოთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უნარები და ცოდნა ჩვენს დასახმარებლად.

მკურნალები უამრავჯერ არიან მოხსენიებულნი ბიბლიაში. ერთადერთი მუხლი, რომელიც შეიძლება კონტექსტიდან ამოვგლიჯოთ, არის 2 ნეშტთა 16:12: „თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს ასას ფეხები დაუსნეულდა. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, მაგრამ თავის სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალს, არამედ მკურნალებს." მაშინაც, როცა ექიმთან მივდივართ, ჩვენი ძირითადი იმედი ღვთის რწმენა უნდა იყოს.

ბევრი მუხლია ბიბლიაში, სადაც ნახსენებია „მკურნალობა მედიკამენტებით": მალამო (ესაია 1:6), ზეთი (იაკობის 5:14), ზეთი და ღვინო (ლუკას 10:34), ფოთლები (ეზეკიელი 47:12), ღვინო (1 ტიმოთეს 5:23), მალამოები, კონკრეტულად კი „გალაადის ბალზამი" (იერემია 8:22). ასევე ლუკას, საქმეებისა და ლუკას სახარების ავტორს, პავლე იხსენიებს როგორც „საყვარელ მკურნალი" (კოლოსელთა 4:14).

მარკოზის 5:25-30 მოგვითხრობს ქალის შესახებ, რომელსაც აწუხებდა სისხლდენა, ის უამრავ მკურნალთან იყო, მაგრამ ვერც ერთმა უშველა. ქალს სჯეროდა, რომ თუ ის იესოს სამოსელს შეეხებოდა, განიკურნებოდა და ასეც მოხდა. იესომ კი პასუხად იმაზე, თუ რატომ გაატარა ცოდვილებთან ამდენი დრო, ფარისევლებს უთხრა: ,,მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ (მათეს 9:12). ამ მუხლებიდან შეიძლება გამოვიტანოთ რამდენიმე დასკვნა:

1) მკურნალები არ არიან ღმერთები და არ უნდა აღვიქვათ ასე. ხანდახან, მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ისინი მხოლოდ ფულის გამოძალვაზე ფიქრობენ.

2) ბიბლია არ კიცხავს ექიმთან სიარულსა და მორჩენის საშუალებებს. პირიქით, ის ხელს უწყობს სამედიცინო მკურნალობის გზებს.

3) უფლის ჩარევა სამკურნალო გართულებებში აუცილებელია (იაკობის 4:2; 5:13). უფალი არ გვპირდება, რომ ყოველთვის ისე გვიპასუხებს, როგორც გვსურს (ესაია 55:8-9), მაგრამ ის გვპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს ჩვენდამი სიყვარულითა და ჩვენი ინტერსების გათვალისწინებით (ფსალმუნები 143:8-9).

უნდა წავიდეს თუ არა ქრისტიანი ექიმთან? უფალმა გაგვაჩინა გონიერ არსებებად, მოგვცა საშუალება შეგვექმნა მედიცინა და გვესწავლა სხეულის განკურნების მეთოდები. არაფერია იმაში ცუდი, რომ ეს შესაძლებლობა და ცოდნა გამოვიყენოთ ფიზიკურ მკურნალობაში. ექიმები შეგვიძლია უფლისგან მონიჭებულ საჩუქრად აღვიქვათ, რომელთა საშუალებითაც გვეძლევა გამოჯანმრთელების საშუალება. ამავდროულად, ჩვენი ძირითადი რწმენა უნდა იყოს მომართული ღმერთისკენ, და არა მედიცინასა თუ ექიმებისკენ. ყველა რთულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჩვენ უნდა ვეძებოთ უფალი, რომელიც თხოვნის საფუძველზე მოგვანიჭებს სიბრძნეს.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

უნდა იარონ თუ არა ქრისტიანებმა ექიმებთან?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries