შეკითხვა
არის თუ არა სამარადისო ხსნა ბიბილიური?
პასუხი
როდესაც ადამიანებმა შეიცნეს ქრისტე, როგორც მათი მხსნელი, ისინი დაუკავშირდნენ მას და მიიღეს სამარადისო ხსნა. იუდა 24 აცხადებს: “ხოლო ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისაგან და უბიწონი დაგაყენოთ სიხარულში თავისი დიდების წინაშე”. უფალს აქვს ძალა იხსნას მორწმუნე დაცემისაგან. მხოლოდ მას, და არა ჩვენ, შეუძლია დაგვაყენოს სიხარულში თავისი დიდების წინაშე. ჩვენი სამარადისო ხსნაა უფლის ჩვენდამი საფარველის შედეგი და არა ჩვენი საკუთარი ძალა თავის გადარჩენისა.
უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: “მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ, და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ მტაცებს. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და ვერავინ გაიტაცებს მათ მამაჩემის ხელიდან” (იოანე 10:28–29ბ). იესოც და მამა ღმერთიც მტკიცედ გვიცავენ თავიანთი ხელებით. ვის ძალუძს მოგვაშოროს მამისა და ძის მკლავებს?
ეფესელთა 4:30 გვეუბნება, რომ მორწმუნენი “დავიბეჭდეთ ჩვენი გამოსყიდვის დღისთვის”. თუ მორწმუნეებს არ ექნებოდათ სამარადისო ხსნა, დაბეჭდვა მოხდებოდა არა გამოსყიდვის დღემდე, არამედ მხოლოდ შეცოდების, ღმერთისგან განდგომის ან ურწმუნოების დღეს. იოანე 3:15–16 გვეუბნება, რომ ყველა მორწმუნეს, ვისაც სწამს ქრისტესი “ექნება საუკუნო სიცოცხლე”. “თუ ადამიანს ექნებოდა საუკუნო სიცოცხლის იმედი, დოლო შემდეგ მას ამ იმედს წაართმევდნენ, ეს აღარ იქნებოდა “საუკუნო”. თუ საუკუნო ხსნა ტყუილია, ბიბლიის დაპირებაც საუკუნო ცხოვრებაზე შეცდომა იქნებოდა”.
ყველაზე ძლიერი დასტური საუკუნო ცხოვრებისა არის რომაელთა ეპისტოლე 8:38–39 “და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ იესო ქრისტეში”. ჩვენი საუკუნო ხსნა დამოკიდებულია ღვთის სიყვარულზე იმასთ მიმართ, ვინც მან გამოიხსნა ცოდვებისაგან. ჩვენი საუკუნო სიცოცხლე ქრისტემ გამოისყიდა, რომელსაც მამა ღმერთი დაპირდა მას და რომელიც სული წმიდით იქნა დაბეჭდილი.
English
არის თუ არა სამარადისო ხსნა ბიბილიური?