settings icon
share icon
შეკითხვა

ხსნა მხოლოდ რწმენაშია, თუ რწმენასთან ერთად კეთილ საქმეებში?

პასუხი


შესაძლოა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა მთელს ქრისტიანულ თეოლოგიაში. ეს შეკითხვა რეფორმაციის, პროტესტანტული და კათოლიკური ეკლესიების განხეთქილების გამომწვევი მიზეზია. ეს შეკითხვა ძირითადი განსხვავებაა ბიბლიურ ქრისტიანობასა და „ქრისტიანული“ კულტების უმეტესობას შორის. ხსნა მხოლოდ რწმენაშია, თუ რწმენასთან ერთად კეთილ საქმეებში? გადავრჩები თუ მხოლოდ იესოს ვიწამებ, თუ უნდა მწამდეს იესო და ვაკეთებდე გარკვეულ რაღაცეებს?

შეკითხვა მხოლოდ რწმენის ან რწმენასთან ერთად კეთილი საქმეების კეთების შესახებ გართულებულია რამოდენიმე რთულად გასაგები ბიბლიური ეპიზოდიდან. შეადარეთ წერილები რომაელთა 3:28, 5:1 და გალატელთა მიმართ 3:24 იოანეს წერილებს 2:24. დაუკვირდით განსხვავებას პავლე მოქიცულის (ხსნა მხოლოდ რწმენაშია) და იოანე მოციქულის (ხსნა არის რწმენით მუშაობა) განმარტებებს შორის. პავლე დოგმატურად ამბობს, რომ დასაბუთებულია მხოლოდ რწმენით ხსნა (ეფესელთა 2:8-9), როდესაც იოანე მოციქული, როგორც ჩანს ამბობს, რომ დასაბუთებულია რწმენასთან ერთად კეთილი საქმეების კეთება. ამ აშკარა პრობლემას პასუხი გაეცა იმის შესწავლით თუ ზუსტად რის შესახებ საუბრობს იოანე მოციქული. იოანე მოციქული უარყოფს, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რწმენა რაიმე კეთილი საქმის კეთების გარეშე (იოანე2:17-18). იოანე ხაზს უსვამს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენა წარმოქმნის შეცვლილ ცხოვრებას და კეთილ საქმეებს (იოანე2:20-26). იოანე არ ამბობს, რომ რწმენის დასაბუთება საქმეებით ხდება, არამედ ის ადამიანი, ვინც ჭეშმარიტად მართალია რწმენაში, ცხოვრებაში კეთილ საქმეებს გააკეთებს. თუ ადამიანი მორწმუნედ ითვლება, მაგრამ მას ცხოვრებაში კეთილი საქმეები არ გაუკეთებია, მაშინ მას, როგორც ჩანს არ აქვს ქრისტეს ჭეშმარიტი სიყვარული (იოანე 2:14, 17, 20, 26).

პავლე მოციქული ამავეს აბობს თავის წერილებში. კეთილი ნაყოფი, რომელიც მორწმუნეს უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში ასახულია წერილში გალატელთა მიმართ 5:22-23. იქვე ამბობს, რომ ჩვენი ხსნა რწმენაშია და არა კეთილ საქმეებში (ეფესელთა 2:8-9), პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ კეთილი საქმეების საკეთებლად შეგვქმნეს (ეფესელთა 2:10). პავლე მოციქული სწორედ იმავეს მოელის შეცვლილი ცხოვრებიდან, რასაც იოანე მოციქული: „მაშასადამე, ის ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა; ძველმა განვლო და ახლა ყოველივე ახალია“ (2 კორინთელთა 5:17). იოანე და პავლე მოციქულები არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, როდესაც ასწავლიან ხსნას. ისინი ერთსა და იმავე თემას სხვადასხვა პერსპექტივით უდგებიან. პავლე მოციქული უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ დასაბუთებულია მხოლოდ რწმენა, როდესაც იოანე მოციქული ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენა ჰბადებს კეთილ საქმეებს.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

ხსნა მხოლოდ რწმენაშია, თუ რწმენასთან ერთად კეთილ საქმეებში?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries