შეკითხვა
როგორ მივუტევო მათ, ვინც შემცოდა?
პასუხი
ყველა შემცდარა, შეურაცხყოფა მიუყენებია და შეუცოდავს სხვათა მიმართ. როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები, როდესაც მათ შეურაცხყოფენ? ბიბლია მიტევებისკენ მოგვიწოდებს. ეფესელთა 4:31-ში ვკითხულობთ: „იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მოუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ." ასევე კოლოსელთა 3:13: „შეიწყნარეთ ერთმანეთი და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადაო აქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე – თქვენც." ამ ორი მუხლის მთავარი სათქმელი ისაა, რომ როგორც უფალმა მოგვიტევა ცოდვები, ჩვენც ისე უნდა მივუტევოთ სხვებსაც. რატომ უნდა მივუტევოთ? იმიტომ, რომ ჩვენ მოგვიტევა! ვპატიობთ რა სხვებს, წარმოვაჩენთ უფლის მიტევებას ჩვენ მიმართ.
სხვებს რომ მივუტევოთ, პირველ რიგში, კარგად უნდა გავიაზროთ ღვთის მიტევების არსი. ღმერთი არ პატიობს წინაპირობების გარეშე, ამას ცხადჰყოფს გამოცხადების წიგნში (10:14-15) არსებული ცეცხლის ტბა. სწორი გაგებით, მიტევებას ორი მხარე აქვს: მომნანიე ცოდვილი და ღმერთის მადლი და სიყვარული. მადლი და სიყვარული მუდმივად მოქმედია, ხოლო მონანიება–იშვიათი. ამიტომ, როდესაც ბიბლია მოგვიწოდებს, რომ მივუტევოთ ერთმანეთს, ამით ცოდვას არ უგულებელვყოფთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სიხარულით, მოწყალებითა და სიყვარულით მივუტევებთ მომნანიეთ. შესაძლებლობისთანავე გვსურს მიტევება. არა მხოლოდ შვიდჯერ, არამედ „სამოცდაათგზის შვიდჯერ" (მათეს18:22). პატიებაზე უარი გამოხატავს სიბრაზეს, სიმწარესა და წყენას, რაც არაქრისტიანულია.
მიტევება მოითხოვს მოთმინებასა და თავშეკავებას. ეკლესიას დავალებული აქვს: „სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ" (1 თესალონიკელთა5:14). ჩვენ უნდა შევძლოთ პირადი შეურაცხყოფისა და უმნიშვნელო მოვლენების დაძლევა. იესო ამბობს: „თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე" (მათეს 5:39). ყველა „სილის გარტყმას" არ მოითხოვს პასუხს.
ღვთის გარდამქმნელი ძალა გვჭირდება მიტევებისათვის. დაცემული ადამიანის ბუნების სიღრმეში, ფესვი აქვს გადგმული შურისძიებისა და სამაგიეროს გადახდის სურვილს. ბუნებრივად, გვსურს შური ვიძიოთ ჩვენი ბოროტგანმზრახველთათვის. „თვალი თვალის წინ" სრულიად სამართლიანად გვეჩვენება. ქრისტემ გადმოგვცა ძალა, რათა გვიყვარდეს სხვები, სიკეთევუყოთ ჩვენს მოძულეებს, ვაკურთხოთ ჩვენი მაწყევრები დავილოცოთ ჩვენი შეურაცხმყოფელთათვის (ლუკას6:27-28). იესოს გვაძლევს გულს, რომელიც მიუტევებს და ბოლომდე სასიკეთოდ იშრომებს.
გავიაზრებთ რა ღვთის პატიებას ჩვენდამი, უფრო გაგვიადვილდება სხვებისთვის მიტევება. მადლის უხვად მოსარგებლეებმა, არ უნდა დავუკავოთ სხვებსაც იგივე მადლი. ვერცერთი ადამიანი ვერ შესცოდავს ჩვენ წინაშე ისე, როგორც ჩვენ – უფლის წინაშე. ამას ჭეშმარიტების საუკეთესო მაგალითია იესოს შემდეგი – მათეს 18:23-25-ში.
უფალი, მასთან პატიების თხოვნით მისულთ, გვწყალობს (1 იოანეს1:9). ჩვენ, უმალ, უნდა ვაპატიოთ მათ, ვინც მოწყალებას ითხოვს ჩვენგან(ლუკას17:3-4).
English
როგორ მივუტევო მათ, ვინც შემცოდა?