შეკითხვა
რომელია ოთხი სულიერი კანონი?
პასუხი
ოთხი სულიერი კანონი არის იესო ქრისტეს რწმენის გზით გადარჩენის შესახებ ცოდნის გაზიარების საშუალება. ეს არის სახარებაში არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის ოთხ საკითხად წარმოჩენის მარტივი გზა.
ოთხი სულიერი კანონიდან პირველი მდგომარეობს შემდეგში: ,,ღმერთს უყვარხართ და მას გააჩნია თქვენი ცხოვრების წარმართვის მშვენიერი გეგმა.“ იოანეს 3:16-ში ნათქვამია: ,,ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.“ იოანეს 10:10-ში მოცემულია იესოს მოსვლის მიზეზი: ,, ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.“ რა გვიშლის ხელს უფლის სიყვარულში? რა გვიშლის ხელს ვიცხოვროთ სავსე ცხოვრებით?“
ოთხი სულიერი კანონიდან მეორე შემდეგია: ,,კაცობრიობას შავ ლაქად მოსდევს ცოდვა და ამიტომ ის ღმერთს გაემიჯნა. ამის შედეგად ჩვენ ვერ გავიგებთ, თუ რა მშვენიერი გეგმა გააჩნია ღმერთს ჩვენი ცხოვრების წარმართვასთან დაკავშირებით.“ მოცემული ინფორმაციის დადასტურებაა პავლეს 3:23, ,,რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას. „ პავლეს ეპისტოლეში რომაელთა მიმართ 6:23 მოცემულია ცოდვის შედეგები, ,,ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი.“ ღმერთი გვქმნის იმისათვის, რომ ჩვენ მასთან ურთიერთობა გვქონდეს. მიუხედავად ამისა, კაცობრიობამ მსოფლიოში ცოდვა დათესა და ამიტომ უფალს გაემიჯნა. ჩვენ დავარღვიეთ ის კავშირი, რომელსაც ღმერთი ვარაუდობდა. როგორია გამოსავალი?
ოთხი სულიერი კანონიდან მესამე შემდეგია: ,,ღმერთმა მხოლოდ იესო ქეისტე მოავლინა იმისათვის, რომ მას ჩვენი ცოდვები ეტვირთა. იესო ქრისტეს მეშვეობით ხდება ჩვენი ცოდვისგან გათავისუფლება და ღმერთთან სათანადო კავშირის აღდგენა. პავლეს ეპისტოლეში რომაელთა მიმართ 5:8 ვკითხულობთ: ,,მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.“ პავლეს ეპისტოლე კორიანთელთა მიმართ (პირველი) 15:3-4 გვატყობინებს, თუ რა უნდა ვიცოდეთ და რისი უნდა გვწამდეს იმისათვის, რომ გადავრჩეთ,“: ,...რომ ქრისტე, წმინდა წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა, რომ ის დამარხეს, რომ, წმინდა წერილის თანახმად, ის მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა...“ თვით იესო იოანეს სახარებაში 14:6 ბრძანებს, რომ ის გადარჩენის ერთად-ერთი გზაა: ,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ. „ როგორ შემიძლია მივიღო გადარჩენის ეს მშვენიერი საჩუქარი?
ოთხი სულიერინ კანონიდან მეოთხე შემდეგია:,,ჩვენ უნდა გვწამდეს იესო ქრისტესი, როგორც ჩვენი მხსნელისა იმისათვის, რომ მივიღოთ გადარჩენის ძღვენი და ვიცოდეთ უფლის მშვენიერი გეგმა ჩენს სიცოცხლესთან დაკავშირებით.“ ამაზე მეტყეველბს იოანეს სახარების 1:12: ,,ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი“;
მოციქულთა საქმენის 16:31-ში გარკვევით ნათქვამია:,,ხოლო მათ უთხრეს: იწამე უფალი იესო და ცხონდები შენცა და შენი სახლიც.“ ჩვენ მხოლოდ იესო ქრისტეს მადლი , მხოლოდ მისი რწმენა გვიხსნის. (ეფესელთა მიმართ 2:8-9).
თუ გსურთ იესო თქვენს მხსნელად იწამოთ, უთხარით შემდეგი სიტყვები ღმერთს. მოცემული სიტყვების წაკითხვა ვერ გადაგარჩენთ, ქრისტეს რწმენა კი გიხსნით! მოცემული ლოცვა არის მხოლოდ უფლის მიმართ თქვენი რწმენის დასაბუთება და მის მიმართ მადლიერების გამოხატვა, რამეთუ მან გადაგვარჩინა. ,,ღმერთო, ვიცი, რომ შეგცოდე და სასჯელს ვიმსახურებ. მაგრამ იესო ქრისტე ეწამა, რათა ჩემი სასჯელი გამოესყიდა, რათა მისი რწმენისთვის შენდობა მიმეღო. შენი მწამს, რამეთუ შენ ხარ ჩემი ხსნა. მადლობას გწირავ ღვთიური მადლისა და მოწყალებისთვის - რამეთუ შენ მაჩუქე უკვდავება! ამინ!"
მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.
English
რომელია ოთხი სულიერი კანონი?