settings icon
share icon
შეკითხვა

ჯოჯოხეთი რეალურია? არის თუ არა ჯოჯოხეთი მარადიული?

პასუხი


საინტერესოა, ადამიანების გაცილებით დიდ რაოდენობას სჯერა ზეცის არსებობისა, ვიდრე – ჯოჯოხეთისა. ბიბლიის მიხედვით კი, ჯოჯოხეთიც ისეთივე რეალურია, როგორიც ზეცა. ბიბლია ნათლად და ცალსახად გვასწავლის, რომ ჯოჯოხეთი რეალური ადგილია, სადაც ბოროტნი, ურწმუნონი იმყოფებიან სიკვდილის შემდეგ. ჩვენ ყველამ შევცოდეთ ღვთის წინაშე (რომაელთა 3:23), ცოდვის სასჯელი კი სიკვდილია (რომაელთა 3:23), რადგანაც, საბოლოოდ, ცოდვა ღმერთის წინააღმდეგაა (ფსალმუნები 51:4), და რაკი ღმერთი უსასრულო და მარადიული არსებაა, ცოდვის სასჯელი, სიკვდილი, უსასრულო და მარადიული უნდა იყოს. ჯოჯოხეთი – უსასრულო და მარადიული სიკვდილი, რომელიც ჩვენ ცოდვებისთვის დავიმსახურეთ.

წმინდა წერილში, ჯოჯოხეთში მკვდარ ბოროტეულთა სასჯელი მოხსენიებულია, როგორც „მარადიული ცეცხლი" (მათეს 24:41), „ჩაუქრობელი ცეცხლი" (მათეს 3:12) და „საუკუნო გმობა და შერცხვენა" (დანიელი 12.2), სადაც „ცეცხლი არ ნელდება" (მარკოზის 9:44-49); „ტანჯვისა" და „ცეცხლის" ადგილი (ლუკას 16:23-24), „მარადიული დაღუპვა" (2 თესალონიკელთა 1:9), სადაც „წამების კვამლი იდინებს უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხადება 14:10-11), და „ცეცხლოვანი გოგირდის ტბა", სადაც ცოდვილები „დაიტანჯებიან დღე და ღამე, უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხადება 20:10).

ჯოჯოხეთში ურწმუნოთა სასჯელი ისეთივე მარადიულია, როგოც მართალთა ნეტარება ზეცაში. თვითონ იესო ამბობს, რომ ჯოჯოხეთის სასჯელი ისეთივე საუკუნოა, როგორიც სიცოცხლე ზეცაში (მათეს 25:46). ბოროტნი მუდმივად ღმერთის რისხვისა და მძვინვარების ქვეშ იქნებიან. ჯოჯოხეთში მყოფნი ჩაწვდებიან ღმერთის სრულყოფილ სამართალს (ფსალმუნები 76:10), და მიხვდებიან საკუთარ დანაშაულსა და დასჯის სამართლიანობას (2 რჯული 32:3-5). დიახ, ჯოჯოხეთი რეალურია. დიახ, ჯოჯოხეთი არის მარადიული და დაუსრულებელი წამებისა და სასჯელის ადგილი. დიდება უფალს, რაკი იესოს მეშვეობით შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ მარადიული ტანჯვა (იოანეს 3:16, 18, 36).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

ჯოჯოხეთი რეალურია? არის თუ არა ჯოჯოხეთი მარადიული?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries