settings icon
share icon
შეკითხვა

რას გვეუბნება ბიბლია რასათშორისი ქორწინების შესახებ?

პასუხი


ძველი აღთქმა ებრაელებს უკრძალავდა სხვა რასის ადამიანზე დაქორწინებას (ძველი აღთქმა, წიგნი 5, 7:3-4). თუმცა ამის უპირველესი მიზეზი არა რასა, არამედ რელიგია იყო. მიზეზი, რატომაც ღმერთმა აკრძალა რასათშორისი ქორწინება იყო ის, რომ სხვა რასის ადამიანები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ და ცრუ ღმერთების სწამდათ. თუ ებრაელები კერპთაყვანისმცემლებზე ან წარმართებზე იქორწინებდნენ, ისინი აცდებოდნენ უფლის გზას. იგივე პრინციპზეა საუბარი ახალ აღთქმაშიც, თუმცა გაცილებით სხნა კუთხით: “ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან. რადგან რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს წყვდიადთან?” (2 კორინთელთა 6:14). ისე როგორც ებრაელებს (ერთი ნამდვილი ღმერთის მორწმუნენი) ებრძანათ არ ექორწინათ წარმართებზე, ისევე ეკრძალებათ ქრისტიანებს (ერთი ნამდვილი ღმერთის მორწმუნენი) არ ექორწინათ ურწმუნოებზე. კონკრეტულად ამ კითხვაზე პასუხად ბიბლია გვეუბნება, რომ რასათშორისი ქორწინება შეცდომაა.

მეფე მარტინ ლუთერი აცხადებდა, ადამიანი უნდა განისაჯოს თავისი ხასიათის და არა კანის ფერის მიხედვით. ქრისტიანის ცხოვრებაში არ არის რასაზე დაფუძნებული ფავორიტიზმია ადგილი (ჯეიმს 2:1-10). მეორე ნახევრის შერჩევისას, ქრისტიანმა ყოველთვის უნდა აღმოაჩინოს, რომ მისი მეუღლე იესო ქრისტეს რწმენით ცხოვრობს (იოანე 3:3-5). ქრისტეს რწმენა და არა კანის ფერია ბიბლიური სტანდარტი მეუღლის არჩევისას. რასათშორისი ქორწინება არა შეცდომის ან სწორი ნაბიჯის, არამედ კეთილგონიერების, შორსმჭრეტელობისა და ლოცვის საკითხია.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რასათშორის ქორწინებისას სიფრთხილე გვმართებს, არის ის სირთულეები, რომლის წინაშეც შეიძლება სხვადასხვა რასის წყვილი დადგეს იმათთან მიმართებაში, ვისაც გაუჭირდება მათი მიღება. მრავალი სხვადასხვა რასის წყვილი გამხდარა დისკრიმინაციისა და დაცინვის ობიექტი, ზოგჯერ საკუთარი ოჯახებიდანაც კი. ზოგჯერ ეს სირთულე დაკავშირებულია მშობლების ან და-ძმისაგან განსხვავებულ კანის ფერთან ბავშვის დაბადების შემდეგ. სხვადასხვა რასის წყვილებმა უნდა გაითვალისწინონ ყოველივე ეს და მოემზადონ ამისთვის, თუკი დაქორწინებას გადაწყვეტენ. თუმცა, ერთადერთი ბიბლიური აკრძალვა თუ ვისზე უნდა იქორწინოს ქრისტიანმა ადამიანმა არის ის, რომ მისი მეორე ნახევარი იყოს ქრიტეს შვილი.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას გვეუბნება ბიბლია რასათშორისი ქორწინების შესახებ?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries