შეკითხვა
იესო ღმერთია? ოდესმე თუ განუცხადებია იესოს, რომ ის ღმერთია?
პასუხი
იესოს არასოდეს განუცხადებია ბიბლიაში ”მე ღმერთი ვარ”. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არის ღმერთი. მაგალითად ავიღოთ იესოს სიტყვები. იოანე 10:30: ”მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ”. ერთი შეხედვით, ეს არ გავს განცხადებას ღვთიურ ბუნებაზე. თუმცა, დააკვირდით ამ განაცხადზე ებრაელთა რეაქციას: ”იუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ” (იოანე 10:30). ებრაელებმა იესოს სიტყვა მიიღეს ისე, თითქოს ეს ყოფილიყო განაცხადი ღმერთის რაობაზე. შემდგომ სტრიქონებში იესო არ უსწორებს ებრალთ სიტყვებით ”მე არ ვაცხადებ, თითქოს ღმერთი ვიყო”. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იესო სინამდვილეში ამბობდა, რომ ის ღმერთია: ”მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ” (იოანე 10:30). იოანე 8:58-ში კიდევ ერთი მაგალითია. იესო აცხადებს, ”სიმართლეს გეტყვით, იესო პასუხობს, აბრაამის დაბადებამდე მე ვარ! ” და კვლავ, პასუხად, ებრაელებმა ქვა აიღეს და სროლა განიზრახეს (იოანე 8:59). რატომ სურდათ ებრაელებს იესოს ჩაქოლვა, თუ მას არაფერი უთქვამს ღვთისგმობის მსგავსი, კენძოდ კი, მას არ უთქვამს, რომ ის ღმერთია.
იოანე 1:1 ამბობს, რომ ” ...და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი”. იოანე 1:14 ამბობს, რომ ”და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა...”. ეს კი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ იესო არის ხორციელი ღმერთი. საქმე წმიდათა მოციქულთა 20:28 გვეუბნება: ”ეკრძალენით ... და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თჳსითა”. ვინ ააშენა ეკლესია საკუთარი სისხლით? იესო ქრისტემ. საქმე წმიდათა მოციქულთა 20:28 გვეუბნება, რომ ღმერთმა ეკლესია საკუთარი სისხლით შექმნა. შესაბამისად, იესო ღმერთია!
მიუგო თომა და ჰრქუა: ”უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!” (იოანე 20:28). იესოს ის არ შეუსწორებია. ტიტეს 2:13 გვამხნევებს და მოგვიწოდებს მოვიცადოთ ჩვენი ღმერთისა და მხსნელის, იესო ქრისტეს მოსვლამდე (იხილეთ აგრეთვე პეტრე (მეორე) 1:1). ებრაელთა 1:8-ში მამა ამბობს იესოზე: ” ხოლო ძისათჳს იტყჳს: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე; კუერთხი განგებისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ”.
გამოცხადებაში ანგელოზი აკვალიანებს იოვანე მოციქულს თაყვანი სცეს მხოლოდ ღმერთს (გამოცხადება 19:10). წმინდა წერილში იესო რამოდენიმეჯერ იღებს თაყვანისცემას (მათე 2:11; 14:33; 28:9,17: ლუკა 24:52; იოანე 9:38). ის არასოდეს საყვედურობს ხალხს მისი თაყვანისცემისათვის. იესო ღმერთი რომ არ ყოფილიყო, ის ეტყოდა ადამიანებს, რომ არ ეცათ თაყვანი მისთვის, როგორც ეს ანგელომა ქნა გამოცხადებაში. წმინდა წერილში არსებობს უამრავი სტროფი და სტრიქონი, რომელიც ადასტურებს იესოს ღვთაებრივ ბუნებას.
ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იესოს ღვთაებრივი ბუნების დასამტკიცებლად არის, ის რომ ღმერთი არ ყოფილიყო, მისი სიკვდილი მთელი მსოფლიოს ცოდვებს ვერ გამოისყიდიდა. (იოანე (პირველი) 2:2). მხოლოდ ღმერთს შეუძლია მიუტევოს ასე მრავლად არსებული ცოდვები. მხოლოდ ღმერთს ძალუძს მიიღოს საკუთარ ტავზე სამყაროს ცოდვები (კორინთელთა (მეორე) 5:21), მოკვდეს და მკვდრეთით აღსდგეს - და ამით დაამტკიცოს თავისი გამარჯვება ცოდვასა და სიკვდილზე.
English
იესო ღმერთია? ოდესმე თუ განუცხადებია იესოს, რომ ის ღმერთია?