შეკითხვა
რატომ სძულთ ერთმანეთი ებრაელებსა და არაბებს (მუსლიმანებს)?
პასუხი
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყველა არაბი მუსლიმანი არაა და პირიქით. შესაძლოა არაბთა უმრავლესობა მუსლიმანია, მაგრამ ბევრი არაბი არ არის მუსლიმანი. უფრო მეტიც, არაბ მუსლიმანზე მნიშვნელოვნად მეტი სხვა ეროვნების მუსლიმანია, მაგალითად, ინდონეზიელები და მალაიზიელები. ამავე დროს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა არაბს და მუსლიმანს არ სძულს ებრაელები და პირიქით.
თუ ბიბლიაში რაიმე კონკრეტული წერია ამ უთანხმოებაზე, ყველა გზა აბრაამთან მიდის. ებრაელები არიან აბრაამის ძის, ისააკის შთამომავლები. არაბები კი აბრაამის მეორე ძის — ისმაელის შთამომავლები. აბრაამს ისმაელი შეეძინა მხევლისაგან (დაბადების 16:1-16), ხოლო ისააკი კი იყო ღვთის მიერ აღთქმული ძე, რომელიც დაიმკვიდრებდა აბრაამის კურთხევებს (დაბადება 21:1-3). უკვე ჩანდა, რომ ამ ორ ვაჟს შორის შუღლი გაღვივდებოდა. ისმაელის მიერ ისააკის აბუჩად აგდებას (დაბადება 21:9), სარას თხოვნით, შედეგად მოჰყვა ისმაელის და ჰაგარის გაშვება (დაბადება 21:11-21). ამ ფაქტმა ისმაელს კიდევ უფრო მეტი სიძულვილი აღუძრა ისააკის მიმართ. ანგელოზმა ჰაგარს უწინასწარმეტყველა, რომ „თავისი ძმების წინ იცხოვრებს იგი" (დაბადების 16:11-12).
ისლამმა, რომელსაც არაბთა უმრავლესობა მისდევს, უფრო გაამძაფრა ეს მტრობა. ყურანი, რაღაც მხრივ, შეიცავს სწავლებას ებრაელთა წინააღმდეგ. ერთი მხრივ, ყურანი მოუწოდებს მუსლიმანებს, რომ ებრაელები მიიღონ ძმებად, მეორე მხრივ, კი – შეიპყრონ ყველა ებრაელი, რომელიც უარს იტყვის ისლამის მიღებაზე. ყურანი, ასევე ახალისებს კონფლიქტს, როცა აბრაამის შეპირებულ შვილზე საუბრობს. ებრაელთა წიგნი ამბობს, რომ ეს იყო ისააკი. ყურანი ამბობს, რომ ეს იყო ისმაელი. ყურანში ვკითხულობთ, რომ ძე, რომელიც აბრაამმა უფალს კინაღამ შესწირა, ისმაელი იყო და არა ისააკი (დაბადების 22-ის საწინააღმდეგოდ). სწორედ ეს დებატები ქმნის კონფლიქტს დღეს.
ამავდროულად, ისააკისა და ისმაელის დავის უძველესი ფესვები ებრაელებსა და არაბებს შორის არსებული დღევანდელი უთანხმოების გამართლება არ არის. უფრო მეტიც, ათასწლეულების განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში ებრაელები და არაბები ცხოვრობდნენ შედარებით მშვიდად და უხალისოდ. უთანხმოების მთავარი მიზეზი თანამედროვე საწყისია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროკავშირმა ისრაელის მიწის ნაწილი გადასცა ებრაელებს. იმ დროისათვის, ძირითადად, იმ მიწაზე არაბები (პალესტინელები) იყვნენ დასახლებულნი. არაბთა უმეტესობამ დაიწყო ძლიერი პროტესტი ისრაელის წინააღმდეგ. არაბმა ერმა შეუტია ისრაელს, რათა გაეგდო ისინი თავიანთი მიწიდან, მაგრამ ამ ბრძოლაში არაბეთი დამარცხდა. მას შემდეგ გრძელდება ეს არეულობა არაბეთსა და ისრაელს შორის. ისრაელს აქვს ძალიან პატარა ტერიტორია, რომელსაც გარშემო აკრავს ბევრად დიდი არაბული ტერიტორიები – იორდანია, სირია, საუდის არაბეთი, ერაყი და ეგვიპტე. ჩვენი აზრით, ბიბლიურად, ისრაელი იმსახურებს იმ პატარა მიწას, რომელიც უფალმა მათ მისცა, როგორც აბრაამის შვილიშვილის, იაკობის შთამომავლებს. ამავდროულად, მყარად გვწამს, რომ ისრაელმა უნდა მოძებნოს გზა, რათა დაამყაროს მშვიდობა არაბ მეზობლებთან. ფსალმუნები 121:6-ში ვკითხულობთ, „ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; „დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი!"
English
რატომ სძულთ ერთმანეთი ებრაელებსა და არაბებს (მუსლიმანებს)?