შეკითხვა
ზეცა შევძლებთ მეგობრებისა და ოჯახის წევრების ნახვას?
პასუხი
ადამიანები ამბობენ, რომ ზეცაში შესვლისას, უპირველესად, თავიანთ ახლობლებს მოიკითხავენ. მარადიულობაში განუსაზღვრელი დრო გვექნება ჩვენი ოჯახისა და მეგობრების სანახავად. თუმცა ეს როდი იქნება უმთავრესი. ჩვენ ღვთის თაყვანისცემით, მისი სასწაულებისა და საოცრებათა ხილვით ვიქნებით დაკავებულნი. ახლობლებთან შეხვედრისას, ვისაუბრეთ ღვთის მადლსა და დიდებაზე, მის საოცარი სიყვარულსა და ძლევამოსილ საქმეებზე. დიდად გავიხარებთ, რაკი შევძლებთ, მორწმუნეებთან ერთად, განსაკუთრებით კი იმათთან, ვინც დედამიწაზე გვიყვარდა, მუხლი მოვიყაროთ და განვადიდოთ უფალი.
ბიბლიის მიხედვით, ვიცნობთ კი ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ? მეფე საულმა იცნო სამუელი, როცა ენდორამ სამუელი მკვდართა სამყოფელიდან გამოიძახა (1 მეფეთა 28:8-17). დავითის პატარა შვილის სიკვდილის შემდეგ, დავითმა თქვა: „მე წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება"(2 მეფეთა 12:23). დავითი ფიქრობდა, რომ იცნობდა თავის ძეს ზეცაში, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვილობაში მოკვდა. ლუკას სახარებაში (16:19-31), აბრაამმა, ლაზარემ და მდიდარმა კაცმა იცნეს ერთმანეთი. ფერიცვალების დროს მოსე და ელიაც იცნეს (მათეს 17:3-4). ამ მაგალითებზე დაყრდნობით, ჩვენც გვიცნობენ სიკვდილის შემდეგ.
ბიბლიის მიხედვით, ზეცაში შესვლისას „მისი [იესოს] მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის" (1 კორინთელთა 15:47). ჩვენი სხეულები, პირველი კაცის, ადამისას ჰგავდა, ხოლო ჩვენი აღმდგარი სხეულები ქრისტეს მსგავსი იქნება (1 კორინთელთა 15:47). „როგორც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატაროთ ზეციერის ხატებაც. ვინაიდან, ეს ხრწნადი უხრწნელებით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს" (1 კორინთელთა 15:49, 53). მრავალმა ადამიანმა იცნო იესო აღდგომის შემდეგ (იოანეს 20:16, 20; 21:12; 1 კორინთელთა 15:4-7). თუკი იესო იცნეს ახალ სხეულში, ჩვენც გვიცნობენ ახალ სხეულებში. ზეცაში ახლობელთა ნახვის შესაძლებლობა ზეცის დიდებული მხარეა, მაგრამ ზეცაში უფალია უმთავრესი, და არა ჩვენ. რა დიდებული იქნება ახლობლებთან შეხვედრა და მათთან ერთად ღმერთის მარადიული თაყვანისცემა!
English
ზეცა შევძლებთ მეგობრებისა და ოჯახის წევრების ნახვას?