settings icon
share icon
შეკითხვა

„როგორ შევიცნო უფლის ნება ჩემი ცხოვრების მიმართ“? რას ამბობს ბიბლია უფლის ნების შეცნობის შესახებ?

პასუხი


ორი ძირითადი საშუალება არსებობს უფლის ნების შესაცნობად მოცემული სიტუაციისათვის: 1) დარწმუნდი, რომ ის, რასაც ითხოვ ან რის გაკეთებასაც ფიქრობ არ არის რაღაც, რასაც ბიბლია კრძალავს. 2) დარწმუნდი, რომ ის, რასაც ითხოვ ან რის გაკეთებასაც ფიქრობ ადიდებს უფალს და დაგეხმარება სულიერად გაზრდაში. თუ ეს ორი რამ სიმართლეა და უფალი მაინც არ გაძლევს იმას, რასაც ითხოვ, როგორც ჩანს უფლის ნება არ არის გქონდეს ის, რასაც შენ ითხოვ. ან შესაძლოა უბრალოდ ცოტა ხანი უნდა მოიცადო ამისათვის. უფლის ნების შეცნობა ზოგჯერ რთულია. ადამიანებს სურთ ღმერთმა კონკრეტულად უთხრას, რა გააკეთოს - სად იმუშაოს, სად იცხოვროს, ვისზე დაქორწინდეს და ა.შ. ღმერთი იშვიათად აძლევს ადამიანებს ინფორმაციას ასე პირდაპირ და კონკრეტულად. უფალი გვაძლევს უფლებას გავაკეთოთ არჩევანი ასეთ რაღაცეებში.

წერილი რომაელთა მიმართ 12:2 გვეუბნება, „ნუღარ დაემსგავსები ამ სამყაროს მოდელს, არამედ შეიცვალეთ თქვენი გონების განახლებით. მაშინ შეძლებთ შეიცნოთ თუ რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი .“ ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლიც ღმერთს არ სურს, რომ ჩვენ მივიღოთ არის შევცოდოთ ან მის ნებას შევეწინააღმდეგოთ. უფალს სურს გავაკეთოთ ის არჩევანი, რაც მის ნებასთან შესაბამისობაშია. ამდენად, რა იცით, რომ უფლის ნება შენთვის არის? თუ უფალთან ახლოს ხარ და ჭეშმარიტად გსურს მისი ნება შენს ცხოვრებაში, უფალი თავის სურვილებს შენს გულში გააჩენს. მთავარია, უფლის ნების შეცნობის სურვილი და არა საკუთარისა. „ისიამოვნე უფალის მიერ და ის აგისრულებს უფლის წადილს“ (ფსალმუნი 37:4). თუ ბიბლია ამის წინააღმდეგი არ არის და ამას შენთვის სულიერად ჭეშმარიტად გულწრფელი ხეირი მოაქვს, მაშინ ბიბლია „ნებას გაძლევს“ მიიღო გადაწყვეტილებები და შენს გულს მოუსმინო. თუ ჭეშმარიტად უფლის ნებას ეძიებ მოკრძალებული სულით ან ღია გონებით, იგი დაგანახებს თავის ნებას.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

„როგორ შევიცნო უფლის ნება ჩემი ცხოვრების მიმართ“? რას ამბობს ბიბლია უფლის ნების შეცნობის შესახებ?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries