შეკითხვა
რას გვასწავლის ბიბლია ქორწინებაზე?
პასუხი
ბიბლიაში პირველი ქორწინება აღწერილია დაბადების 2:23–24-ში: „და თქვა ადამმა: „ეს ძვალი ჩემს ძვალთაგანია, ეს ხორცი ჩემს ხორცთაგანია. და ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული იგი და ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს. და იქნებიან ისინი ერთ ხორცად". ღმერთმა შექმნა კაცი, ხოლო შემდეგ – ქალი, მის შემწედ. ბიბლიაში ქორწინება არის ღმერთის მიერ „გამაგრება" იმ ფაქტისა, რომ „არ არის კარგი კაცის მარტოობა!" (დაბადება 2:18).
ბიბლიაში პირველი ქორწინებისას, ევას მიმართ გამოყენებულია სიტყვა „შემწე" (დაბადება 2:20). ამ კონტექსტში შემწეობა გულისხმობს „გვერდით ყოფნას", „დაცვას", „დახმარებას". ღმერთმა ევა შექმნა ადამის „მეორე ნახევრად," დამხმარედ და შემწედ. ბიბლიაში წერია, რომ ქორწინების შედეგად კაცი და ქალი „ერთხორცად" იქმნებიან. ეს ერთობა, ყველაზე უკეთ, ფიზიკურ ერთობაში, სქესობრივ სიახლოვისას ვლინდება. ახალი აღთქმა ამ ერთობის შესახებ აფრთხილებს: „ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ" (მათეს 19:6)
პავლეს რამდენიმე წერილში განხილულია ქორწინება და დაქორწინებულ მორწმუნეთა სწორი ქცევები. ერთი ამგვარი ნაწყვეტი გვხვდება ეფესელთა 5:22–33-ში. ამ ნაწყვეტის შესწავლა ნათელს ჰფენს საკვანძო საკითხებს ქორწინებაზე.
ბიბლიაში, ეფესელთა მე-5 თავის მიხედვით, ბიბლიური ქორწინება მტკიცეა გარკვეულ ცოლქმრული მოვალეობების შესრულებისას: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი" (ეფესელთა 5:22–23). „მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის" (ეფესელთა 5:22–23). „ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას" (ეფესელთა 5:28–29). „ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან" (ეფესელთა 5:31).
მორწმუნე ქმრისა და ცოლის მიერ ღვთის ბიბლიური პრინციპების დაცვა წარმოშობს მტკიცე და ჯანსაღ ქორწინებას. ბიბლიაზე დაფუძნებული ქორწინებისას, ქრისტე არის ქმრისა და ცოლის თავი. ქორწინების ბიბლიური კონცეფცია ქმრისა და ცოლის ერთობისა, ქრისტეს ეკლესიასთან ერთობის იდენტურია.
English
რას გვასწავლის ბიბლია ქორწინებაზე?