შეკითხვა
სწორია, რომ ქრისტიანი ხვდებოდეს ან დაქორწინდეს ურწმუნოზე ან არაქრისტიანზე?
პასუხი
ქრისტიანისთვის არაკეთილგონივრულია არაქრისტიანთან „შეხვედრები", და ქორწინება ურწმუნოსთან. მეორე კორინთელთა 6:14-ის მიხედვით, არ უნდა შევებათ „უცხო უღელში" ურწმუნოსთან. ამის მაგალითია ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი ხარი, რომელიც ერთსა და იმავე უღელშია შებმული. იმის ნაცვლად, რომ ერთად იმუშაონ და ტვირთი გასწიონ, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიდიან. მართალია, ამ ნაწყვეტში არ მოიხსნიება ქორწინება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ქორწინებასთან მიმართებაშიც. ნაწყვეტი გრძელდება იმით, რომ არ შეიძლება თანხმობა იყოს ქრისტესა და ბელიარს (სატანას) შორის. გამორიცხულია ქრისტიანისა და არაქრისტიანის ერთობა. პავლე ახსენებს მორწმუნეებს, რომ ისინი არიან ტაძარნი სულიწმიდისა, რომელიც მათ გულებში მკვიდრობს გადარჩენისთვის (2 კორინთელთა 6:15-17). ამის გამო, ისინი უნდა გამოეყონ ქვეყნიერებას – ქვეყნიერებაში, მაგრამ არა ქვეყნიერებისანი – და ეს, ყველაზე მეტად, ესადაგება უაღრესად პირადულ ურთიერთობას – ქორწინებას.
ბიბლიაში ესეც წერია: „ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს (1 კორინთელთა 15:33). ნებისმიერი ინტიმური ურთიერთობა ურწმუნოსთან ქმნის ქრისტესთან ურთიერთობის დამაბრკოლებელ ფაქტორს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ სახარების საუწყებლად დაკარგულთათვის, და არა „ურთიერთობის" ასაგებად. ეს არ გამორიცხავს მეგობრულ ურთიერთობას ურწმუნოებთან, მაგრამ ამას არ უნდა გასცდეს. თუკი ურწმუნოს ხვდებით, რა არის თქვენთვის უპირატესი, რომანტიკული ურთიერთობები თუ მისი სულის ქრისტესთვის გადარჩენა? როგორ შექმნით სულიერ ერთობას ურწმუნოსთან შეუღლებისას? როგორ იქნება ქორწინება მტკიცე და ურყევი, თუკი ვერ შეთანხმდებიან მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანზე – იესო ქრისტეზე?
English
სწორია, რომ ქრისტიანი ხვდებოდეს ან დაქორწინდეს ურწმუნოზე ან არაქრისტიანზე?