settings icon
share icon
შეკითხვა

არის თუ არა მორმონიზმი კულტი? რა სწამთ მორმონებს?

პასუხი


მორმონთა რელიგია (მორმონიზმი), რომლის მიმდევრებიც იწოდებიან მორმონებად ან უკანასკნელი ჟამის წმინდებად, ორი საუკუნის წინ დაარსა კაცმა, რომელსაც ჯოზეფ სმიტი ერქვა. ის ამტკიცებდა, რომ პირადად შეხვდა ღმერთსა და იესო ქრისტეს, რომელებმაც უთხრეს, რომ ყველა ეკლესია, თავისი მრევლით, საძაგელია. ამის შემდეგ ჯოზეფ სმიტმა დაარსა ახალი რელიგია –„ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა დედამიწაზე". მორმონიზმის პრობლემა ისაა, რომ იგი ეწინააღმდეგება, ცვლის და აფართოებს ბიბლიას. ქრისტიანებს არ აქვთ საბაბი, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებისა და შესაბამისობის დასაგმობად. ჭეშმარიტი რწმენა და ღმერთის ნდობა ნიშნავს გწამდეს მისი სიტყვა, რომ მთელი წმინდა წერილი ღვთივშთაგონებულია, ესე იგი ღმერთისგანაა (2 ტიმოთეს 3:16).

მორმონებს სჯერათ, რომ ღმერთისგან შთაგონებული სიტყვის არა ერთი, არამედ ოთხი წყარო არსებობს. 1) ბიბლია, „იმ შემთხვევაში, თუ სწორადაა ნათარგმნი". ცუდად თარგმნილი მუხლები ბუნდოვან ფონს ქმნის. 2) მორმონთა წიგნი, რომელიც სმიტმა 1830 წელს „თარგმნა" და გამოსცა. სმიტი ირწმუნებოდა, რომ ის „ყველაზე სწორი წიგნი" იყო დედამიწაზე, და ადამიანს შეუძლია მიუახლოვდეს ღმერთს მისი დარიგებებით, ვიდრე სხვა წიგნით. 2) დოქტრინები და აღთქმები, რომლებიც მოიცავს უახლოეს გამოცხადებებს, „იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესიის" შესახებ. 4) ძვირფას მარგალიტს, რომელიც მორმონთა აზრით „ნათელს ფენს" დოქტრინებსა და სწავლებებს, რომლებიც ბიბლიიდან დაიკარგა და ამასთან, ამატებს ინფორმაციას დედამიწის შექმნის შესახებ.

მორმონებს ღმერთი შემდეგნაირად სწამთ: ის ყოველთვის იყო უმაღლესი არსება სამყაროში. მაგრამ ამ სტატუსს სწორი ცხოვრებითა და მუდმივი ძალისხმევით მიაღწია. მათ სჯერათ, რომ მამა ღმერთს აქვს „ადამიანის მსგავსი სხეული — ხორცითა და ძვლებით". ბრიგიამ იანგს, რომლის მოსაზრებებს მორმონთა თანამედროვე ლიდერები აღარ იზიარებენ, მიაჩნდა, რომ ადამი ღმერთია, იესო ქრისტეს მამა. ქრისტიანების რწმენით კი: არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი (მეორე რჯული 6:4; ესაია 43:10; 44:6-8), ის ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება (მეორე რჯული 33:27; ფსალმუნები 90:2; 1 ტიმოთეს 1:17), ის არ შექმნილა, არამედ თვითონაა შემოქმედი (დაბადების 1; ფსალმუნები 24:1; ესაია 37:16). ის დიდებულია და არავინაა მისი ტოლი (ფსალმუნები 86:8; ესაია 40:25). მამა ღმერთი არ არის ადამიანი და არც არასდროს ყოფილა (რიცხვნი 23:19; 1 მეფეთა 15:29; ოსია 11:9). ის სულია (იოანეს 4:24), და სულს არა აქვს ხორცი და ძვლები (ლუკას 24:39).

მორმონებს სჯერათ, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში სხვადასხვა დონეები ან სამეფოებია: ციური სამეფო, მიწიერი სამეფო, ხორციელი სამეფო და სიბნელის სამეფო. სად იქნება ადამიანი დამოკიდებულია მის რწმენასა და საქმიანობაზე დედამიწაზე ყოფნისას. ბიბლია სხვას მეტყველებს: ან სამოთხეში მივდივართ, ან ჯოჯოხეთში, რაც ჩვენს რწმენაზეა დამოკიდებული – იყო იესო ქრისტე ჩვენი ღმერთი და მხსნელი? მორწმუნეთათვის, სხეულს განშორება, უფალთან ყოფნას გულისხმობს (2 კორინთელთა 5:6-8). ურწმუნოები ჯოჯოხეთში ან სიკვდილის ადგილას მიდიან (ლუკას 16:22-23). იესოს მეორედ მოსვლისას, ჩვენ ახალი სხეულებით შევიმოსებით (1 კორინთელთა 15:50-54). მორწმუნეებისთვის ახალი მიწა და ახალი ცა შეიქმნება (გამოცხადება 21:1), ხოლო ურწმუნოები ჩავარდებიან ჩაუქრობელ ცეცხლის ტბაში (გამოცხადება 20:11-15). სიკვდილის შემდეგ აღარ არსებობს გამოსყიდვის შანსი (ებრაელთა 9:27).

მორმონთა ლიდერები ასწავლიან, რომ იესოს დაბადება მამა ღმერთისა და მარიამის ფიზიკური ურთიერთობის შედეგია. მორმონები იესოს „ღმერთად" მიიჩნევენ, და ისიც სწამთ, რომ ყველას შეუძლია გაღმერთება. მორმონიზმი ასწავლის, რომ გადარჩენა შეიძლება რწმენისა და კეთილი საქმეების ერთიანობით. ამის საპირისპიროდ, ქრისტიანები თავიდან მოყოლებული ქადაგებდნენ, რომ ვერავინ გახდება „ღმერთი" — მხოლოდ ისაა წმიდა (1 მეფეთა 2:2). ჩვენ შეიძლება ღვთის თვალში წმიდები გავხდეთ მისი რწმენით (1 კორინთელთა 1:2). იესო ღმერთის მხოლოდშობილი ძეა (იოანეს 3:16), ერთადერთი, ვინც უცოდველად, უმწიკვლოდ იცხოვრა, და ახლა ზეცაში უმაღლესია (ებრაელთა 7:26). იესო და მამა ერთია. იესო ერთადერთია, რომელიც განკაცებამდე არსებობდა (იოანეს 1:1-8; 8:56). იესომ ჩვენს გამო შესწირა თავი, ღმერთმა ის მკვდრეთით აღადგინა, და ერთ დღეს ყველა აღიარებს იესო ქრისტეს უფლობას (ფილიპელთა 2:6-11). იესომ გვითხრა, რომ შეუძლებელია ჩვენი საქმეებით ზეცაში მოხვედრა, არამედ მხოლოდ მასში რწმენით (მათეს 19:26). ყველამ სასტიკი სასჯელი დავიმსახურეთ ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ ღმერთის სიყვარულმა და მოწყალებამ გვიხსნა. „ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში" (რომაელთა 6:23).

გადარჩენისთვის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა არსებობს – რომ ვიცნობდეთ ღმერთს და მის ძეს – იესოს (იოანეს 17:3). ეს საქმეებით კი არა, რწმენითაა (რომაელთა 1:17; 3:28). ჩვენ ამ წყალობას მივიღებთ ჩვენი პიროვნებისა და ჩადენილი საქმეების მიუხედავად (რომაელთა 3:22). „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით" (საქმეები 4:12).

მიუხედავად იმისა, რომ მორმონები მეგობრული, მოსიყვარულე და კეთილი ადამიანები არიან, ისინი შეცდომაში შეიყვანა ცრუ რელიგიამ, რომელიც ამახინჯებს ღვთის ბუნებას, იესო ქრისტეს პიროვნებასა და გადარჩენის გზას.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

არის თუ არა მორმონიზმი კულტი? რა სწამთ მორმონებს?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries