settings icon
share icon
შეკითხვა

რა ელით იმ ადამიანებს, რომელთაცარასოდეს მისცემიათშანსი, მოესმინათიესოზე? ღმერთი იმ ადამიანსაც დასჯის, ვისაც არასოდეს სმენიამისი ამბავი?

პასუხი


ყველა ადამიანი უფლის მიმართ ანგარიშვალდებულია, მიუხედავად იმისა „გაუგია თუ არა" მის შესახებ. ბიბლია გვეუბნება, რომ უფალი საკუთარ თავს ნათლად ავლენს ბუნებაში (რომაელთა 1:20) და ადამიანების გულშია (ეკლესიასტე 3:11). პრობლემა ისაა, რომ კაცობრიობა ცოდვილია; ჩვენ, ყველამ,უგულებელვყავით ღვთის მცნებანი და მის წინააღმდეგ გამოვედით (რომაელთა 1:21-23). უფლის მადლი რომ არა, ყველანი მივეცემოდით ჩვენს ცოდვილ გულისთქმებს,რომლებიც ნათელს ჰფენენჩვენს უვარგისსა და უბადრუკ ცხოვრებას ღვთის გარეშე. ის ამას აკეთებს მათთვის, ვინც მუდმივად უარყოფს მას (რომაელთა 1:24-32).

სინამდვილეში, ყველას გაუგია ღვთის შესახებ. პრობლემა ისაა, რომ ისინი უარყოფენ იმას, რასაც ისმენენ და რასაც ხედავენ ბუნებაში. მეორე რჯული(4:29) აცხადებს: „დაროცადაუწყებძებნასიქიდანუფალს, შენსღმერთს, იპოვიმას, თუმოძებნიმასმთელიშენიგულითადამთელიშენისულით." ეს მუხლიგვასწავლის მნიშვნელოვან წესს — ყველა, ვინც ჭეშმარიტად ეძებს ღმერთს, იპოვის მას. თუ ადამიანს ნამდვილად სურს უფლის შეცნობა, უფალი აუცილებლად აპოვნინებსთავს.

საქმეისაა, რომ „არავინარისგონიერი; არავინეძებსღმერთს" (რომაელთა 3:11). ხალხი უარყოფს იმ ღმერთის შეცნობას, რომელიც ბუნებასა და მათ გულშია,და მის ნაცვლად თაყვანს სცემენ თავიანთ შექმნილ „ღმერთს". სისულელეა იმსჯელო ღვთის სამართლიანობაზე, როცა ჯოჯოხეთში უშვებს მათ, რომელთაცარასოდეს სმენიათ ქრისტეს სახარება. ხალხი ღმერთთან პასუხისმგებელია იმაზე, რაც ღმერთმა მათ უკვე განუცხადა. ბიბლია ამბობს, რომ ხალხი უარყოფს ამ ცოდნას,და, ამიტომ, ღმერთი სამართლიანია, როცა ჯოჯოხეთს უსჯის მათ.

ნაცვლად იმისა, რომ ვიმსჯელოთ იმათ ბედზე, რომელთაცარასდროსსმენიათუფლის შესახებ, ჩვენ, ქრისტიანებმა, უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური, რათა მათ სახარება მოისმინონ. ჩვენ მოწოდებულები ვართ სახარების გასავრცელებლად ერებში (მათეს 28:19-20; საქმეები 1:8). ვიცით, რომ ხალხი უარყოფს იმ ღმერთის შეცნობას, რომელიც ვლინდება ბუნებაში, და ამან უნდა გვიბიძგოს, გამოვაცხადოთ კეთილი უწყება ხსნისა იესო ქრისტეს მეშვეობით. მხოლოდ ღმერთის მადლის მიღებით, უფალ იესო ქრისტეს მეშვეობით,შეუძლიათ ადამიანებს,გადარჩნენსაკუთარ ცოდვებისაგან და იყვნენ დაცულნი ღვთისგან სამუდამო განშორებისაგან.

თუ ვიტყვით, რომ ვისაც არასოდეს მოუსმენიასახარება, მაინც, ღვთის მადლის ქვეშ არიან, საშინელ პრობლემას გადავაწყდებით. თუ ის ხალხი დახსნილია,რომლებმაცსახარების შესახებ არ იციან, მაშინ ლოგიკურია ფიქრი, რომ აღარავის ვაუწყოთ სახარება.უარესიკი ის იქნება, რომ გავუზიაროთ სახარება, და შემდეგ ვუთხრათ, უარყონ იგი. ის, ვინც არ გაეცნობა სახარებას, დაისჯება, სხვა შემთხვევაში არ არსებობს სახარების ქადაგების მოტივაცია. რატომ უნდა გავრისკოთ, რომ ადამიანებმა უარყონ სახარება და ამით დაისაჯონ თავი, როცააქამდე ისინი დახსნილნიიყვნენ, რადგან არ იცოდნენ სახარება?

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა ელით იმ ადამიანებს, რომელთაცარასოდეს მისცემიათშანსი, მოესმინათიესოზე? ღმერთი იმ ადამიანსაც დასჯის, ვისაც არასოდეს სმენიამისი ამბავი?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries