შეკითხვა
რატომ არ უნდა მოვიკლა თავი?
პასუხი
ჩვენ ვუთანაგრძნობთ მათ ვინც სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას ფიქრობს. თუ ახლა ეს შენ ხარ, შეიძლება საუბარი იყოს ბევრ ემოციაზე, ისეთ გრძნობებზე, როგორიცაა უიმედობა და სასოწარკვეთილება. შეიძლება თავს მახეში გაბმულად გრძნობდე და გეეჭვებოდეს, რომ რაიმეს გამოსწორების იმედი არსებობს. როგორც ჩანს არავის აინტერესებს ან ესმის საიდან ხარ. უბრალოდ არ ღირს სიცოცხლე ... თუ ღირს?
თუ რამდენიმე წუთით შენს ცხოვრებაში ღმერთს ჭეშმარიტ ღმერთად მიიჩნევ, იგი დაგიმტკიცებს რამდენად დიდია, „რადგან ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია“ (ლუკა1:37). შესაძლებელია წარსული ტკივილის იარებმა გამოიწვია მიტოვების ან უარყოფის დაუძლეველი გრძნობა. რამაც შეიძლება საკუთარი თავის სიბრალულამდე, რისხვამდე, სიმწარემდე, შურისმაძიებელ აზრებამდე ან მავნე შიშებამდე მიგვიყვანოს, რომელთაც გამოიწვიეს პრობლემები შენს ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობებში.
რატომ არ უნდა მოიკლა თავი? მეგობარო, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცუდი რაღაცეები ხდება შენს ცხოვრებაში, სიყვარულის ღმერთი გელოდება შენ, რომ გაგიძღვეს სასოწარკვეთილების გვირაბში და გარეთ თავის საოცარ ნათელში გაგიყვანოს. იგი შენი ჭეშმარიტი იმედია. მისი სახელია იესო.
იესო, უფლის უცოდველი ვაჟი, შენთან გაიგივდება უარყოფისა და შეურაცხყოფისას. ესაია წინასწარმეტყველი წერდა მასზე, ესაია 53:2-6, აღწერდა რა მას, როგორც ადამიანს, რომელსაც ყველა „აბუჩად იგდებდა და უარყოფდა“. მისი სიცოცხლე სინანულით და ტანჯვით იყო სავსე. მაგრამ სინანული, რომელიც მან იტვირთა მას არ ეკუთვნოდა; ეს ჩვენი სინანული იყო. იგი განგმირეს, დაჭრეს, დაანაკუწეს, სულ ჩვენი ცოდვების გამო. მისი ტანჯვით ჩვენი სიცოცხლის გამოსყიდვა და გამთლიანებაა შესაძლებელი.
მეგობარო, იესო ქრისტემ ყველაფერი ეს აიტანა, რათა შენ მოგეტევოს ყველა ცოდვა. რა დანაშაულსაც არ უნდა ატარებდე ტვირთად, იცოდე, რომ იგი მოგიტევებს თუ მოკრძალებით მიიღებ მას, როგორც შენს მხსნელს. „...მიხმე მე გაჭირვების დღეს და მე გიხსნი შენ...“ (ფსალმუნი 50:15). არაფერი რაც ოდესმე გაგიკეთებია იესოსათვის მიუტევებელი არ არის. მისი რჩეული მსახურებიდან ზოგმა უმძიმესი ცოდვები ჩაიდინა, როგორიცაა კაცის კვლა (მოსე), კაცის კვლა და ღალატი (მეფე დავითი) და ფიზიკური და ემოციური შეურაცხყოფა (პავლე მოციქული). მიუხედავად ამისა, ისინი შემწყნარებლობას და უკეთეს ცხოვრებას ჰპოვებდნენ უფალში. „მაშასადამე, ის ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა; ძველმა განვლო და ახლა ყოველივე ახალია!“ (2 კორინთელთა 5:17).
რატომ არ უნდა მოიკლა თავი? მეგობარო, ღმერთი მზად არის აღადგინოს ის, რაც „დამსხვრეულია“, კერძოდ, სიცოცხლე, რომელიც ახლა გაქვს, სიცოცხლე, რომლის დასრულებაც თვითმკვლელობით გსურს. ესაია 61:1-3, წინასწარმეტყველი წერდა: „უფალმა მირონი მაცხო, რათა კარგი ამბები ვუქადაგო გაჭირვებულებს. მან გამომგზავნა, რომ გატეხილი გულები გავამთელო, გამოვაცხადო ტყვეების თავისუფლება და პატიმრები ბნელეთისაგან ვიხსნა, უფლის წყალობის წელი გამოვაცხადო...ვანუგეშო ყველა მგლოვიარე, და ვიზრუნო ყველაზე ვინც წუხს...დავაჯილდოვო სილამაზის გვირგვინით ნაცვლად ფერფლისა, სიხარულის საცხით ნაცვლად მწუხარებისა და ქების სამოსელით ნაცვლად სასოწარკვეთილების სულისა.“
მოდი იესოსთან და ნება მიეცი მას აღადგინოს შენი სიხარული და ნაყოფიერება, რადგან გწამს მისი, რომ დაიწყება ახალი საქმე შენს ცხოვრებაში. იგი გპირდება აღადგინოს სიხარული, რომელიც დაკარგე და მოგცეს ახალი სული, რომ გაგაძლიეროს. შენი გატეხილი გული ძვირფასია მისთვის: „უფლის მსხვერპლია გატეხილი სული; გატეხილი და მომნანიებელი გული, ო ღმერთო, არ შეიძულო“ (ფსალმუნი 51:12, 15-17).
მიიღებ უფალს, როგორც შენს მხსნელს და მწყემსს? ერთხელაც იგი გაუძღვება შენს ფიქრებსა და ნაბიჯებს თავის სიტყვაში, ბიბლიაში. „მე მიგითითებ და გასწავლი რა გზით უნდა იარო; მე მოგცემ რჩევას და გადევნებ თვალს“ (ფსალმუნი 32:8). „თავის დროზე, იგი იქნება ჭეშმარიტი საყრდენი, ხსნის, სიბრძნისა და ცოდნის უხვი მარაგი; უფლის შიში არის ამ გასაღები საგანძურისა“ (ესაია 33:6). ქრისტეში, კვლავ გექნება ბრძოლები, მაგრამ შენ ახლა იმედი გექნება. იგი „ძმაზე უფრო ახლო მეგობარია“ (იგავთა წიგნი 18:24). უფალი იესოს წყალობა გქონოდეს გადაწყვეტილების მიღებისას.
თუ გსურს, გწამდეს იესო ქრისტე, როგორც შენი მხსნელი, ეს სიტყვები უთხარი ღმერთს გულში: „ღმერთო, მე მჭირდები შენ ჩემს ცხოვრებაში. გთხოვ მომიტევე ყველაფერი, რაც ჩამიდენია. მე მწამს იესო ქრისტე და მჯერავს, რომ იგი არის ჩემი მხსნელი. გთხოვ განმწმინდე, მიწამლე და აღმიდგინე სიცოცხლის სიხარული. გმადლობ შენ შენი სიყვარულისთვის ჩემდამი და იესოს სიკვდილისათვის ჩემი გულისათვის.“
მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.
English
რატომ არ უნდა მოვიკლა თავი?