შეკითხვა
უნდა დაემორჩილონ ქრისტიანები ქვეყნის კანონებს?
პასუხი
რომაელთა მიმართ 13:1-7 აცხადებს: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე. რადგან მთავარნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან. ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე. ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის გამო, არამედ სინდისის გამოც. სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ ამას აკეთებენ. ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, ვისაც შიში – შიში, ვისაც პატივი – პატივი."
ეს ნაწყვეტი სრულიად ცხადად აჩვენებს, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ დავემორჩილოთ იმ ხელისუფლებას, რომელიც ღმერთმა განგვისაზღვრა. ღმერთმა შექმნა ხელისუფლება, რომ დაემყარებინა წესრიგი, დაესაჯა ბოროტი და ხელი შეეწყო სამართლიანობისთვის (დაბადების 9:6; 1 კორინთელთა 14:33; რომაელთა 12:8). ჩვენ ვალდებულები ვართ, დავემორჩილოთ ხელისუფლებას ყველაფერში – გადავიხადოთ გადასახადები, დავიცვათ წესები და კანონები და გამოვხატოთ პატივისცემა. თუ ამას არ ვაკეთებთ, სინამდვილეში, ღმერთის მიმართ უპატივცემულობას გამოვხატავთ, იმიტომ, რომ სწორედ მან დაგვიდგინა ეს ხელისუფლება. როცა პავლე მოციქული რომაელებს წერდა, ის რომის ხელისუფლებას ემორჩილებოდა, ნერონის, რომის იმპერატორთა შორის ყველაზე სასტიკი ხელისუფალის დროს. მიუხედავად ამისა, პავლე აღიარებდა მის მმართველობას. როგორ შეგვიძლია ჩვენ უარესად მოვიქცეთ?
შემდეგი კითხვა: „არსებობს თუ არა დრო, როცა ჩვენ შეგვიძლია განზრახ არ დავემორჩილოთ ქვეყნის კანონებს?" ამ შეკითხვის პასუხი შეიძლება ვნახოთ საქმეების 5:27-29 -ში: „მოიყვანეს სინედრიონის წინაშე და დააყენეს და ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა და უთხრა: „სასტიკად აგიკრძალეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით. აჰა, თქვენი მოძღვრებით აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს ჩვენ." მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს." აქედან ცხადია, რომ მანამ, სანამ ქვეყნის კანონი არ ეწინააღმდეგება ღმერთის კანონს, ჩვენ ვალდებულები ვართ დავემორჩილოთ ქვეყნის კანონს. როგორც კი ქვეყნის კანონი ეწინააღმდეგება ღმერთის მცნებებს, მაშინ თავისუფლები ვართ ქვეყნის კანონებისადმი და უნდა მივყვეთ ღმერთის კანონს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი უნდა ვაღიარებდეთ ხელისუფლების ძალაუფლებას ჩვენზე. ეს ჩანს, როცა პეტრემ და იოანემ არ გააპროტესტეს მათი შეურაცხყოფა, ხარობდნენ ტანჯვისთვის ღვთის მორჩილების გამო (საქმეები 5:40-42).
English
უნდა დაემორჩილონ ქრისტიანები ქვეყნის კანონებს?