შეკითხვა
რატომ უნდა ვირწმუნო ორგანიზებული რელიგიის?
პასუხი
ლექსიკონში„რელიგიის" განმარტება ასეთია:ღმერთისა ან ღმერთების რწმენა თაყვანსაცემად,რომელიც გამოიხატებაქცევებსა და რიტუალში; ნებისმიერი სისტემა რწმენის, თაყვანისცემისა.შ...რომლებიცშეიცავს ეთიკისკოდექსებს." ამ განმარტების ფონზე, ბიბლია ეხებაორგანიზებულ რელიგიას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, „ორგანიზებული რელიგიის" მიზანი და გავლენა არ არის მოსაწონი ღვთისათვის.
დაბადებისმე-11 თავში, სავარაუდოდ,ორგანიზებული რელიგიის პირველი მაგალითი, ნოეს შთამომავლებმა თავი მოიყარეს ბაბილონის კოშკის ასაშენებლად, ნაცვლად უფლის ბრძანების მორჩილებისა, გაფანტულიყვნენ დედამიწის ზურგზე. ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი ერთმანეთთან გაერთიანება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე — ღმერთთან. ღმერთი ჩაერია ენების არევით; დაშალა ორგანიზებული რელიგია.
გამოსვლისმე-6 და მომდევნოთავებში ღმერთმა „ჩამოაყალიბა" რელიგია ისრაელიხალხისთვის. ათი მცნება, კარვისწესებიდა მსხვერპლშეწირვის სისტემა -ეს ყველაფერი უფალმადაადგინაისრაელიანთა დასაცავად. ახალი აღთქმის უფრო ღრმა შესწავლა ცხადჰყოფსრელიგიის ფარულ მიზანსა და მოთხოვნილებას- მაცხოვრის, მესიის აუცილებლობას(გალატელთა3; რომაელთა7). თუმცა ბევრმა არასწორად გაიგო ეს და ღმერთის ნაცვლად წესებისა და რიტუალების თაყვანისცემა დაიწყო.
ისრაელის მთელი ისტორიის განმავლობაშიმრავალი კონფლიქტი წარმოიშვა ორგანიზებულ რელიგიებთან მიმართებაში. ესენია:ბაყალის(მსაჯულნი6; 1 მეფეთა18), დაგონისა (1 მეფეთა5) და მოლოქის (4 მეფეთა23:10) თაყვანისცემა. უფალმა ამ რელიგიების მიმდევრებიდაამარცხა თავისი უზენაესობითა და ყოვლისშემძლეობით.
სახარებებში, ფარისევლები და სადუკეველები, იყვნენქრისტეს დროის ორგანიზებული რელიგიისწარმომადგენლები. იესო მუდმივად უპირისპირდებოდა მათ ცრუსწავლებებსა და თვალთმაქცურ ცხოვრებას. მოციქულთა წერილებშიჩანს ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც სახარებასა და ქმედებებსა და რიტუალებს ერთმანეთში ურევდნენ.ასევე, ზეწოლას ახორციელებდნენ მორწმუნეებზე, რათაგარდაქმნილიყვნენდა მიეღოთქრისტიანობაზე „დამატებული" რელიგიები. გალატელებსა და კოლოსელებსაფრთხილებენ ასეთირელიგიების შესახებ. გამოცხადების წიგნში ორგანიზებული რელიგია გავლენას ახდენს სამყაროზე, რამდენადაც ანტიქრისტე იწყებსსამყაროს ერთიანი რელიგიას შექმნას.
ხშირად, ორგანიზებული რელიგიების შედეგია ყურადღების ღმერთიდან სხვა რამეზე გადატანა. თუმცა ბიბლია საუბრობს ორგანიზებულ მორწმუნეებზე, რომლებიც მისი გეგმის ნაწილნი არიან. ღმერთი, ამ ორგანიზებულმორწმუნეთა ჯგუფებს,„ეკლესიებს" უწოდებს. საქმეებისა და ეპისტოლეთა წიგნების განმარტებით, გამოგვაქვს დასკვნა,რომ ეკლესია უნდა იყოსორგანიზებული და ურთიერთდამოკიდებული.ორგანიზებასმივყავართ დაცვამდე, ნაყოფიერებამდედა განვრცობამდე(საქმეები 2:41-47). ეკლესიის შემთხვევაში, უკეთესი იქნებოდა გვეთქვა: „ორგანიზებული ურთიერთობა".
რელიგია ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის დამყარების მცდელობაა. ქრისტიანული რწმენა ღმერთთან ურთიერთობაა, გამომდინარე უფალ იესო ქრისტეს ღვაწლისა და მსხვერპლიდან. არ არსებობს არავითარი გეგმა ღმერთთან მიღწევისა(მან თავად მოაღწია ჩვენამდე — რომაელთა5:8). არ უნდა გვქონდეს სიამაყე (ყველაფერი მადლით მივიღეთ — ეფესელთა2:8-9). უნდა ავირიდოთ უთანხმოებანი იერარქიებთან (ქრისტე არის თავი ეკლესიის სხეულისა — კოლოსელთა1:18). არ უნდა გვქონდეს მტრობა(ჩვენ ერთნი ვართ ქრისტეში — გალატელთა3:28). პრობლემა ორგანიზება კი არა, რელიგიურ წესებსა და რიტუალებზე ორიენტირებაა.
English
რატომ უნდა ვირწმუნო ორგანიზებული რელიგიის?