შეკითხვა
როგორ წარმოიშვა სხვადასხვა რასა?
პასუხი
ბიბლია, ფაქტობრივად, არ გვპასუხობს სხვადასხვა რასის თუ კანის ფერის მქონე ადამიანების წარმოშობაზე. სინამდვილეში, არსებობს მხოლოდ ერთი რასა — ადამიანის რასა. ადამიანების რასაში არსებობს კანის ფერისა და სხვა მახასიათებლების სხვადასხვაობა. ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ ღმერთმა შექმნა სხვადასხვა რასა მაშინ, როცა ბაბილონის გოდოლის მშენებლებს აურია ენები (დაბადება 11: 1-9). შესაძლებელია ღმერთმა დაუშვა გენეტიკური ცვლილებები, რათა ადამიანებს უკეთ შეძლებოდათ სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებთან შეგუება და გადარჩენა. მაგალითად, აფრიკელები მუქი კანით მეტად გამძლეები არიან აფრიკის მწველ სიცხის მიმართ.
ამ თვალსაზრისის თანახმად, ღმერთმა აურია ენები, აიძულა კაცობრიობას ენების მიხედვით დაყოფილიყვნენ, ხოლო, შემდეგ, გენეტიკურად და რასობრივად განსხვავებულად შექმნა ისინი მათი შემდგომი დასახლების მიხედვით. თუმცა, შესაძლოა, ამ თვალსაზრისს ბიბლიური საფუძველი არც ჰქონდეს. ადამიანების რასები თუ კანის ფერი არსადაა ნახსენები ბაბილონის კოშკის ამბის დროს.
წარღვნის შემდეგ, როცა სხვადასხვა ენები გაჩნდა, ჯგუფები, რომლებიც ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, გამოეყოფოდნენ სხვებს და მიდიოდნენ იგივე ენის მქონეებთან ერთად. ამას გარდა, კონკრეტული ჯგუფების გენოფონდი მკვეთრად შემცირდა, რადგან უკვე აღარ არსებობდა მოსახლეობა, რომელსაც შეერეოდნენ. ვიწრონათესაური გამრავლების შედეგად, დროთა განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფმა განსაკუთრებული თვისებები შეიძინა (ყველა მათგანი არსებობდა, როგორც გენეტიკური კოდის მატარებელი). თაობების განმავლობაში დაჯგუფებათა კვალდაკვალ, გენოფონდი იკლებდა და იკლებდა, და, საბოლოოდ, ერთი და იგივე ჯგუფის ადამიანებს ერთნაირი ან მსგავსი ნიშან-თვისებები ჰქონდათ.
სხვა განმარტების მიხედვით, ადამსა და ევას ჰქონდათ ისეთი გენები, რომლითაც შეეძლოთ ჰყოლოდათ შავი, ყვითელი და თეთრი შთამომავლობა. როგორც ვიცით, შერეული რასის წყვილთ, ხშირად, ჰყავთ სხვადასხვანაირი კანის მქონე შვილები.
როგორც ჩანს, ღმერთს სურდა, რომ კაცობრიობა გარეგნულად მრავალფეროვანი ყოფილიყო, ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ღმერთმა ადამსა და ევას მისცა შესაძლებლობა, სხვადასხვა კანის ფერის შვილები ჰყოლოდათ. მოგვიანებით, წარღვნის შემდეგ, მხოლოდ ნოე, მისი შვილები და შვილების ცოლები გადარჩნენ — სულ რვა ადამიანი (დაბადება 7:13). შეიძლება ნოეს რძლები სხვადასხვა რასის წარმომადგენლები იყვნენ. ისიც შესაძლებელია, რომ ნოეს ცოლს ნოესგან განსხვავებული კანის ფერი ჰქონოდა. შეიძლება რვავე შერეული რასისა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გენეტიკურად დასაშვებია სხვადასხვა რასის შვილები. როგორც არ უნდა განვმარტოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ — ყველანი ერთი რასა ვართ, ყველანი ერთმა ღმერთმა შეგვქმნა ერთი მიზნით — მის სადიდებლად.
English
როგორ წარმოიშვა სხვადასხვა რასა?