შეკითხვა
როგორ შემიძლია დავძლიო ცოდვა ჩემს ქრისტიანულ ცხოვრებაში?
პასუხი
ბიბლია ეს არის რამდენიმე სხვადასხვა საშუალება ჩვენს დასახმარებლად, რომ დავძლიოთ ცოდვა. ამ ცხოვრებაში, ჩვენ ვერასოდეს სრულყოფილად ვერ გავიმარჯვებთ ცოდვაზე (1 იოანე 1:8), მიუხედავად ამისა მაინც ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ღვთის შეწევნით, და მისი სიტყვის პრინციპების დაცვით, ჩვენ შეგვიძლია თანდათანობით დავძლიოთ ცოდვა და უფრო და უფრო დავემსგავსოთ ქრისტეს.
პირველი საშუალება, რომელიც ხსენებულია ბიბლიაში, ჩვენს ძალისხმევასთან დაკავშირებით დავძლიოთ ცოდვა, ეს არის სული წმინდა. უფლამა მოგვცა სულიწმიდა, რათა ჩვენ გამარჯვებულები ვიყოთ ქრისტიანულ ცხოვრებაში. უფალი ერთმანეთს ადარებს ხორციელ საქმეებს და სულის ნაყოფს (გალატელთა 5:16-25). ამ ეპიზოდში ჩვენ მოგვიწოდებენ სულით ვიაროთ. ყველა მორწმუნე უკვე ფლობს სულიწმიდას, მაგრამ ეს ეპიზოდი გვეუბნება, რომ ჩვენ სულით უნდა ვიაროთ, მის კონტროლს დავემორჩილოთ. რაც ნიშნავს, რომ ვარჩიოთ ცხოვრებაში სულიწმიდის კარნახს მივყვეთ ვიდრე ხორცის საქმეებს.
ის განსხვავება, თუ რისი გაკეთება შეუძლია სულიწმიდას ნაჩვენებია პეტრეს ცხოვრებაში, რომელმაც ვიდრე მისი ცხოვრება სულიწმიდით აივსებოდა, სამჯერ უარყო იესო - და ამის შემდეგ თქვა, რომ სიკვდილამდე ქრისტეს მიმდევარი იქნებოდა. სულით ავსების შემდეგ, იგი ღიად და ძლიერად დაელაპარაკა ებრაელებს სულთმოფენობის დღეს.
ჩვენ სულით დავდივართ, რადგან ვცდილობთ სულის კარნახი არ ჩავახშოთ (როგორც ნათქვამია წერილში თესალონიკელთა მიმართ 5:19) და ნაცვლად ამისა სულით ავსებას ვეძიებთ (ეფესელთა 5:18-21). როგორ ივსება ადამიანი სულიწმიდით? უპირველეს ყოვლისა, ეს უფლის არჩევანია სწორედ ისე, როგორც ეს ძველ აღთქმაში იყო. მან აირჩია ინდივიდები, რათა შესრულებულიყო საქმე, რომლის გაკეთებაც მას სურდა და ისინი სულით აავსო (გენეზისთა 41:38; გამოსლვათა 31:3; რიცხვთა 24:2; 1 სოლომონისა 10:10). წერილი ეფესიანელთა 5:18-21 და კოლოსანელთა 3:16 მიმართ ამტკიცებს, რომ უფალი ირჩევს მათ ვინც ირჩევს უფლის სიტყვას. ამას ჩვენ მეორე საშუალებამდე მივყავართ.
უფლის სიტყვა, ბიბლია, ამბობს, რომ უფალმა თავისი სიტყვა მოგვცა, რათა მზად ვიყოთ ყოველი კეთილი საქმისათვის (2 ტიმოთე 3:16-17). იგი გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ და რა გვწამდეს, იგი გვიჩვენებს როდის ვადგავართ არასწორ გზას, იგი გვეხმარება დავბრუნდეთ სწორ გზაზე, და იგი გვეხმარება დავრჩეთ ამ გზაზე. წერილი ებრაელთა მიმართ 4:12 გვეუბნება, რომ უფლის სიტყვა ცოცხალი და ძლევამოსილია, რომელსაც შეუძლია ჩვენს გულებში ჩაწვდომა და ფესვების გადგმა, რათა ურთიერთდამოკიდებულების და გულის ყველაზე ღრმა ცოდვები დავძლიოთ. მეფსალმუნე საუბრობს ცხოვრების შეცვლის ყოველმხრივ ძალაზე ფსალმუნში 119. მართალ ისუს, ძეს ნავესი, უთხრეს, რომ მის მტრებზე გამარჯვებისათვის წარმატების ძირითადი საშუალება მისი არა დავიწყება, არამედ მასზე დღე და ღამე ფიქრი და მისდამი მორჩილება იყო. მან გააკეთა ეს, მაშინაც კი როცა ის, რაც უფალმა უბრძანა, საომარი თვალსაზრისით უაზრობა იყო, და სწორედ ეს იყო მისი გამარჯვების ძირითადი მიზეზი აღთქმული მიწისათვის ბრძოლებში.
ბიბლია ეს არის საშუალება, რომელსაც ჩვენ ხშირად ადვილად მივმართავთ. ვიყენებთ მას, როგორც სიბოლოს და დაგვაქვს ჩვენი ბიბლიები ეკლესიაში ან ყოველდღიურ ლოცვებს ვკითხულობთ ან დღეში ერთ თავს, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებთ მას, ვერ ვფიქრობთ მასზე ან ვერ ვიყენებთ ცხოვრებაში; ჩვენ ვერ ვაღიარებთ ცოდვებს, რომლებსაც იგი გვიჩვენებს ან ვერ ვადიდებთ უფალს იმ საჩუქრისათვის, რომ იგი გვაჩვენებს მათ. როდესაც ეს ბიბლიას ეხება, ჩვენ ხშირად ან ანორექსიას ან ბულემიას განვიცდით. ჩვენ სიტყვას ან საკმარისად ვღებულობთ, რათა სულიერად ცოცხლები ვიყოთ (მაგრამ არასოდეს ვღებულობთ იმდენს, რომ ვიყოთ ჯანმრთელი, წარმატებული ქრისტიანები), ან ხშირად ბევრს მივირთმევთ, მაგრამ არასოდეს ვფიქრობთ მასზე საკმარისად დიდხანს, რომ მივიღოთ სულის საკვები მისგან.
მნიშვნელოვანია, რომ თუ შენ არ გაქვს გამომუშავებული უფლის სიტყვის სწავლის და დამახსოვრების ყოველდღიური ჩვევა, დაიწყო ამის კეთება. ზოგს ამაში ჟურნალის გაკეთება ეხმარება. ჩვევად გაიხადე არ მიატოვო სიტყვა ვიდრე არ ჩაიწერ რაიმეს, რაც მისგან მიიღე. ზოგი იწერს ლოცვებს უფლის მიმართ, სთხოვენ რა მას დაეხმაროს იმაში, რაზეც იგი მათ ესაუბრა. ბიბლია ეს არის საშუალება, რომელსაც სული იყენებს ჩვენს ცხოვრებაში (ეფესიანელთა 6:17), არსებითი და ძირითადი ნაწილი იმ აღჭურვილობისა, რომელსაც უფალი გვაძლევს ჩვენს სულიერ ბრძოლებთან საბრძოლველად (ეფესიანელთა 6:12-18).
მესამე გადამწყვეტი საშუალება ჩვენს ბრძოლაში ცოდვის წინააღმდეგ არის ლოცვა. კვლავაც, ეს არის საშუალება, რომელსაც ქრისტიანები ხშირად მიმართავენ, მაგრამ ცუდად იყენებენ. ჩვენ გვაქვს ლოცვის შეკრებები, ლოცვის დრო და ა.შ., მაგრამ ჩვენ ლოცვას ისევე არ ვიყენებთ, როგორც ადრინდელი ეკლესია (საქმეები3:1; 4:31; 6:4; 13:1-3). პავლე მოციქული არაერთხელ იმეორებს, როგორ ლოცულობდა იგი მათთვის ვისაც ემსახურებოდა. ღმერთმა არაჩვეულებრივი დაპირებები მოგვცა ლოცვასთან დაკავშირებით (მათე7:7-11; ლუკა 18:1-8; იოანე 6:23-27; 1 იოანე 5:14-15), და თავის ეპიზოდში პავლე მოციქულს მოჰყავს ლოცვა სულიერი ბრძოლისათვის მზადების შესახებ (ეფესიანელთა 6:18).
რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა ჩვენს ცხოვრებაში, რათა დავძლიოთ ცოდვა? ჩვენ გვაქვს ქრისტეს სიტყვები პეტრეს მიმართ გეთსემანიის ბაღში, სწორედ პეტრეს მიერ უარყოფამდე. იესო, რომ ლოცულობს პეტრეს ძინავს. იესო აღვიძებს მას და ამბობს, „უყურე და ილოცე ისე, რომ ცთუნებაში არ ჩავარდე. სულს სწყურია, მაგრამ სხეული სუსტია“ (მათე 26:41). ჩვენ, პეტრეს მსგავსად, გვინდა ვაკეთოთ ის რაც სწორია, მაგრამ ვერ ვპოულობთ ძალას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უფლის შენიშვნა და ვეძებოთ, ვიბრძოლოთ, ვიკითხოთ - და იგი მოგვცემს ძალას, რომელიც ჩვენ გვჭირდება (მათე 7:7). ლოცვა არ არის მაგიური ფორმულა. ლოცვა ეს უბრალოდ ჩვენი საკუთარი ზღვრების და უფლის ამოუწურავი ძალის შეცნობაა და ამ ძალისათვის მას მივმართავთ, რათა მისი ნებით გავეკეთოთ ის, რაც მას სურს, რომ ჩვენ ვაკეთოთ და არა ის რისი გაკეთებაც ჩვენ გვსურს (1 იოანე 5:14-15).
მეოთხე საშუალება ჩვენს ბრძოლაში ცოდვის დასამარცხებლად ეს არის ეკლესია, სხვა მორწმუნეების საზოგადოება. როდესაც იესომ გამოგვიგზავნა თავისი მოციქულები, მან ისინი ორ-ორად გამოგზავნა (მათე 10:1). მისიონერები საქმეებში ერთ ჯერზე მარტო არ მიდიოდნენ, არამედ ორნი ან უფრო დიდი ჯგუფით მიდიოდნენ. იესო გვიბრძანებს არ მივატოვოთ ჩვენი შეკრებები, არამედ გამოვიყენოთ ისინი ერთმანეთის მიმართ ჩვენი ნაკლოვანებების აღიარებისათვის (იაკობი 5:16). ძველი აღთქმის ბრძნულ ლიტერატურაში, გვეუბნებიან, რომ, როგორც რკინა ამაგრებს რკინას, ასევე ერთი ადამიანი ამაგრებს მეორეს (იგავთა წიგნი 27:17). რაოდენობაში არის ძალა (ეკლესიასტე 4:11-12).
ბევრი ქრისტიანი თვლის, რომ პასუხისმგებელი პარტნიორის ყოლა შეიძლება უზარმაზარი სარგებელი იყოს უდრეკი ცოდვების დასაძლევად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორე ადამიანის ყოლა, რომელიც შეძლებს შენთან დალაპარაკებას, შენთან ერთად ლოცვას, შენს წახალისებას, და შენთვის შენიშვნის მოცემასაც კი. ცდუნება ჩვეულია ყველა ჩვენთაგანისათვის (1 კორინთელთა 10:13). პასუხისმგებელი პარტნიორის ან პასუხისმგებელი ჯგუფის ყოლამ შეიძლება მოგვცეს ჩვენ წახალისების და მოტივაციის საბოლოო დოზა, რაც გვჭირდება, რათა დავძლიოთ თვით ყველაზე უდრეკი ცოდვებიც კი.
ზოგჯერ ცოდვაზე გამარჯვება სწრაფად ხდება. ზოგჯერ კი ნელა. უფალი დაგვპირდა, რომ თუ მის საშუალებებს გამოვიყენებთ, იგი თანდათან შეცვლის ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ შეგვიძლია შემოვინახოთ ძალები, რათა დავძლიოთ ცოდვა, რადგან ვიცით, რომ იგი თავის დაპირებების ერთგულია.
English
როგორ შემიძლია დავძლიო ცოდვა ჩემს ქრისტიანულ ცხოვრებაში?