შეკითხვა
ხვდებიან თუ არა საყვარელი ცხოველები/ცხოველები სამოთხეში?აქვთ თუ არა საყვარელ ცხოველებს სულები?
პასუხი
ბიბლიაში საუბარი არაა იმაზე, აქვთ თუ არა ცხოველებს “სული” ან ხვდებიან თუ არა ისინი სამოთხეში. თუმცა, სიცხადისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ზოგადი ბიბლიური პრინციპები. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანსაც (დაბადება 2:7) და ცხოველებსაც (დაბადება 1:30; 6:17; 7:15,22) გააჩნიათ სიცოცხლის სუნთქვა. უპირვლესი განსხვავება ადამიანებსა და ცხოველებს შორის არის ის, რომ ადამიანი შექმნილია სახედ ღვთისა (დაბადება 1:26-27), ხოლო ცხოველები არა. ღვთის სახედ შექმნა გულისხმობს, რომ ადამიანებს ღვთის დარად გააჩნიათ სულიერება, გონება, ემოცია და სურვილი, ასევე ის, რაც სიკვდილის მერეც კი განაგრძობს არსებობას. თუ ცხოველებს გააჩნიათ “სული” ან არამატერიალური მხარე, ის სრულიად განსხვავებული ან ნაკლები “ხარისხის” უნდა იყოს. ეს განსხვავება სავარაუდოდ გულისმობს იმას, რომ ცხოველების “სულები” სიკვდილის შემდეგ აღარ განაგრძობენ არსებობას.
კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ ცხოველები ღვთის კრეატიული პროცესის ნაწილს წარმოადგენენ სამყაროს შექმნისას. ღმერთმა შექმნა ცხოველები და თქვა, რომ ისინი კარგები არიან (დაბადება 1:25). ამიტომ, არ არსებობს იმის მიზეზი, რომ ახალ დედამიწაზე ცხოველები არ არსებობდნენ (გამოცხდება 21:1). ათასწლეულის სამეფოში (ესაია 11:6; 65:25) აუცილებლად იქნებიან ცხოველები. შეუძლებელია იმის თქმა, ეს ცხოველები ის ჩვენი საყვარელი ცხოველები იქნებიან თუ არა, რომლებიც ჩვენ დედამიწაზე გვყავდა. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი სამართლიანია და როდესაც სამოთხეში მოვხვდებით ჩვენ აღმვჩნდებით მთლიანად მისი გადაწყვეტილების ქვეშ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუკი ის დადგება.
English
ხვდებიან თუ არა საყვარელი ცხოველები/ცხოველები სამოთხეში?აქვთ თუ არა საყვარელ ცხოველებს სულები?