settings icon
share icon
შეკითხვა

როგორია ხსნის გეგმა?

პასუხი


ხსნა – ეს გამოსყიდვაა. მსოფლიოში არსებული ყველა რელიგია ასწავლის, რომ ჩვენ გამოხსნა გვჭირდება, მაგრამ თითოეულს აქვს საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, რისგან უნდა დავიხსნათ, რატომ უნდა დავიხსნათ და როგორ უნდა მივაღწიოთ დახსნას (გამოსყიდვას). ბიბლია პირდაპირ ამბობს, რომ მხოლოდ ერთია ხსნის გზა.

ხსნის შესახებ, ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს ღმერთის გეგმაა და არა – ადამიანისა. ადამიანის ხსნის გეგმა იქნებოდა რელიგიური რიტუალების შესრულება, გარკვეული მცნებების დაცვა და სულიერი განათლების გარკვეულ დონემდე მიღწევა. თუმცა, არც ერთი ამათგანი არ შედის ხსნის ღმერთისეულ გეგმაში.

ხსნის ღმერთისეული გეგმა — რატომ გვჭირდება?
ხსნის ღმერთისეული გეგმის გაგებისას, უპირველესად უნდა მივხვდეთ, თუ რატომ გვჭირდება, რომ გადავრჩეთ. მარტივად რომ ვთქვათ, ხსნა იმიტომ გვჭირდება, რომ ცოდვილები ვართ. ბიბლია ამბობს, რომ ყველა ცოდვილია (ეკლესიასტე 7:20; რომაელთა 3:23; 1 იოანეს 1:8). ცოდვა — ესაა აჯანყება ღმერთის წინააღმდეგ. ჩვენ ყველანი მონდომებით ვაკეთებთ იმას, რაც არასწორია. ცოდვა აზიანებს სხვებს, გვაზიანებს ჩვენ, და რაც ყველაზე მთავარია, შეურაცხყოფს ღმერთს. ბიბლია ასევე გვასწავლის, რომ რადგანაც ღმერთი წმინდა და სამართლიანია, ის არ დაუშვებს, რომ ცოდვა დაუსჯელი დარჩეს. ცოდვის სასჯელი სიკვდილია (რომაელთა 6:23) და ღმერთისგან სამუდამო დაშორება (გამოცხადების 20:11–15). ღმერთისეული ხსნის გეგმის გარეშე სამუდამო სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია.

ხსნის ღმერთისეული გეგმა — რას გულისხმობს?
ხსნის ღმერთისეულ გეგმაში, ღმერთი არის ერთადერთი, ვინც შეიძლება უზრუნველყოს ჩვენი ხსნა. ცოდვისა და მისი შედეგების გამო ჩვენ სრულიად უუნაროები ვართ, გადავარჩინოთ საკუთარი თავი. ღმერთი ადამიანად იქცა იესო ქრისტეს სახით (იოანეს 1:1), იესომ უცოდველად იცხოვრა (2 კორინთელთა 5:21; ებრაელთა 4:15; 1 იოანეს 3:5) და საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად ჩვენ გამო (1 კორინთელთა 15:3; კოლოსელთა 1:22; ებრაელთა 10:10). რადგან იესო ღმერთია, მის სიკვდილს უსასრულო და მარადიული ღირებულება აქვს. იესო ქრისტეს სიკვდილმა ჯვარზე სრულიად გამოისყიდა მთელი მსოფლიოს ცოდვები (1 იოანეს 2:2). მისმა მკვდრეთით აღდგომამ აჩვენა, რომ მისი მსხვერპლი საკმარისია და ხსნა გარანტირებული და შესაძლებელია.

ხსნის ღმერთისეული გეგმა – როგორ მოქმედებს?
საქმეთა 16:31-ში ციხის ზედამხედველმა ჰკითხა პავლე მოციქულს, თუ როგორ უნდა გადარჩენილიყო. პავლემ უპასუხა: „ირწმუნე უფალი იესო ქრისტე და გადარჩები." ღმერთის ხსნის გეგმას რომ მიჰყვე, უნდა გწამდეს. ეს ერთადერთი მოთხოვნაა (იოანეს 3:16; ეფესელთა 2:8–9). ღმერთმა უზრუნველყო ხსნა იესო ქრისტეს მეშვეობით. მხოლოდ უნდა ვირწმუნოთ, სრული ნდობით მივიღოთ ის, რომ მხოლოდ იესოა მხსნელი (იოანეს 14:6; საქმეები 4:12). ესაა ხსნის ღმერთისეული გეგმა.

ხსნის ღმერთისეული გეგმა — მიიღებ თუ არა შენ?
თუკი მზად ხარ, მიიღო ხსნის ღმერთისეული გეგმა, ირწმუნე, რომ იესოა შენი მხსნელი. უარყავი ცოდვა და ღმერთის წინააღმდეგ სვლა და მიიღე ღმერთი, იესო ქრისტეს მეშვეობით. ბოლომდე გჯეროდეს იესოს მსხვერპლისა, როგორც შენი ცოდვების სრულყოფილი და სრული საფასურისა. თუკი ამას გააკეთებ, ღმერთი გპირდება, რომ გადარჩები, შენი ცოდვები მოგეტევება და მარადიულად ზეცაში იქნები. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. დღესვე იწამე იესო ქრისტე, როგორც მხსნელი!

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როგორია ხსნის გეგმა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries