settings icon
share icon
შეკითხვა

რა წერილია ბიბლიაში პორნოგრაფიაზე?

პასუხი


ინტერნეტში ყველაზე ძიებადი ტერმინები პორნოგრაფიას უკავშირდება. დღეს, პორნოგრაფია ყვავის მსოფლიოში. შესაძლოა, ყველაფერზე მეტად, სატანამ საწადელს გარყვნილ სექსუალურ ურთიერთობაში მიაღწია. კარგი და სწორი (სიყვარულით სავსე სექსუალური ურთიერთობა ქმარსა და ცოლს შორის) ჩაანაცვლა გულისთქმით, პორნოგრაფიით, გაუპატიურებით, ჰომოსექსუალობით. შეიძლება პორნოგრაფია პირველი ნაბიჯი აღმოჩნდეს მზარდი გარყვნილობისა და ამორალურობის მოლიპულ დაღმართზე (რომაელთა 6:19). დამტკიცებულია, რომ პორნოგრაფია, თავისი არსით, იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას. როგორც ნარკოტიკზე დამოკიდებულნი მოიხმარენ დიდ რაოდენობას ან მძიმე ნარკოტიკებს, რათა მიაღწიონ უმაღლეს სიამოვნებას, ასევეა პორნოგრაფიაც – ის ადამიანს უფრო და უფრო ღრმად ითრევს მძიმე სექსუალურ დამოკიდებულებამდე და უღმერთო სურვილებამდე.

ცოდვის სამი ძირითადი კატეგორია არსებობს: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა (1 იოანეს 2:16). პორნოგრაფია, რა თქმა უნდა, იწვევს ხორციელ გულისთქმას, მაგრამ ასევე წარმოადგენს თვალთა გულისთქმასაც. ცხადია, ფილიპელთა 4:8-ის მიხედვით, პორნოგრაფიაზე არ უნდა ვიფიქროთ. პორნოგრაფია დაჩვევადი (1 კორინთელთა 6:12; 2 პეტრეს 2:19) და დამანგრეველია (იგავნი 6:25-28; ეზეკიელი 20:30; ეფესელთა 4:19). სხვა ადამიანების ყურებით აღგზნება, რაც პორნოგრაფიას ახასიათებს, შეურაცხყოფს ღმერთს (მათეს 5:29). როდესაც ადამიანის ცხოვრება პორნოგრაფიის ლტოლვითაა გატაცებული, აგრძელებს ცოდვის ჩადენას, არ ცდილობს რა გამოსწორებას, არ აკეთებს არაფერს იმისთვის, რომ შეეშვას ამ ჩვევას, – შესაძლოა ეს ადამიანი ვერ ცხონდეს (1 კორინთელთა 6: 9-12)

მაგრამ ღმერთს შეუძლია იხსნას პორნოგრაფიით გატაცებულნი. გინდათ დაამარცხოთ პორნოგრაფიაზე დამოკიდებულება? საამისოდ წარმოგიდგენთ რამდენიმე ნაბიჯს: 1) აღიარეთ ცოდვა ღმერთის წინაშე (1 იოანეს 1:9); 2) სთხოვეთ ღმერთს გაწმინდოს, განაახლოს და შეცვალოს თქვენი გონება (რომაელთა 12:2); 3) იფიქრეთ იმაზე, რაც ჭეშმარიტია, პატიოსანია, მართალია, წმიდაა, საყვარელია, საქებარია და ყოველივეზე, რაც სათნო და ქებულია (ფილიპელთა 4:8); 4) ისწავლეთ სხეულის სიწმიდეში შენახვა (1 თესალონიკელთა 4:3-4); 5) გაიგე სექსუალური ურთიერთობების სწორი დანიშნულება, და გყავდეთ მეუღლე, რომელთანაც დაიკმაყოფილებთ ამ მოთხოვნილებას (1 კორინთელთა 7:1-5). 6) მოიქეცით სულიერად და არ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს (გალატელთა 5:16) 7) მიიღეთ პრაქტიკული ზომები, რომ შეამციროთ ლტოლვა გრაფიკული გამოსახულებებისგან. დაბლოკეთ პორნოგრაფია კომპიუტერებში, შეზღუდეთ ტელევიზორისა და ვიდეოების ყურება და იპოვეთ მეორე ქრისტიანი, ვინც ილოცებს თქვენთვის და დაგეხმარებათ პასუხისმგებლიანობაში.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა წერილია ბიბლიაში პორნოგრაფიაზე?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries