settings icon
share icon
შეკითხვა

რა არის ლოცვა ხსნისთვის?

პასუხი


ბევრი ადამიანი კითხულობს: „არსებობს თუ არა ლოცვა, რომელიც აუცილებლად მომიტანს ხსნას?" მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ხსნას ვერ მივიღებთ ლოცვების კითხვითა და რაიმე სიტყვების გამეორებით. ბიბლიაში არსადაა ნათქვამი, რომ ხსნა შესაძლებელია ლოცვით. ლოცვების წარმოთქმა არ არის ხსნის ბიბლიური გზა.

ხსნის ბიბლიური მეთოდი იესო ქრისტეს რწმენაა. იოანეს 3:16-ში ვკითხულობთ: „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე." ხსნა შესაძლებელია რწმენით (ეფესელთა 2:8), ქრისტეს მხსნელად აღიარებით (იოანეს 1:12) და იესო ქრისტეს სრული რწმენით (იოანეს 14:6; საქმეები 4:12), და არა ლოცვების გამეორებით.

ხსნის ბიბლიური გზა მარტივი, ნათელი და მშვენიერია. ჩვენ ყველანი ვცოდავთ ღმერთის წინაშე (რომაელთა 3:23). იესო ქრისტეს გარდა არავის უცხოვრია უცოდველად (ეკლესიასტე 7:20). ცოდვის გამო ღმერთისგან სასჯელი – სიკვდილი დავიმსახურეთ. ცოდვისა და დამსახურებული სასჯელის გამო არაფერია ისეთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია იმისათვის, რათა ღმერთის წინაშე გავმართლდეთ. ჩვენი სიყვარულის გამო ღმერთი განკაცდა იესო ქრისტეში. იესომ უცოდველი და უნაკლო ცხოვრებით იცხოვრა და მუდამ სიმართლეს გვასწავლიდა. მიუხედავად ამისა, ადამიანებმა უარყვეს იგი და სასიკვდილოდ გააკრეს ჯვარზე. მართალია, ამ საშინელი ქმედების შედეგად ერთადერთი უცოდველი ადამიანი მოკვდა, მაგრამ ამის შედეგად ჩვენი ხსნა გახდა შესაძლებელი. იესო ჩვენ ნაცვლად მოკვდა. მან საკუთარ თავზე აიღო სასჯელი ჩვენი ცოდვისთვის (2 კორინთელთა 5:21). შემდეგ იესო აღდგა (1 კორინთელთა 15) და დაადასტურა, რომ მისი საზღაური საკმარისი იყო ცოდვის გამოსასყიდად და მან გაიმარჯვა ცოდვასა და სიკვდილზე. იესოს მსხვერპლის შედეგად ღმერთი გვთავაზობს ხსნას, როგორც საჩუქარს. ღმერთი ყველას მოგვიწოდებს, მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები (1 იოანეს 2:2). ხსნას მოაქვს ღმერთის საჩუქრის მიღებას, და არა – ერთ კონკრეტულ ლოცვას.

ეს არ ნიშნავს, რომ ლოცვა არ შეიძლება დაგვეხმაროს ხსნის მიღებაში. თუკი გესმით სახარება, გჯერათ, რომ ის ჭეშმარიტია და იღებთ იესოს, როგორც მხსნელს, კარგი იქნება, თუ ამ რწმენას ღმერთის წინაშე ლოცვით გამოხატავთ. ღმერთთან ურთიერთობა ლოცვის მეშვეობით, არის გზა იესოს, როგორც მხსნელის, აღიარებისა. ლოცვა შეიძლება დავუკავშიროთ მოქმედებას, როცა ირწმუნებთ მხოლოდ იესოს გადამრჩენელ ძალას.

და ისევ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ დააფუძნოთ თქვენი რწმენა მხოლოდ ლოცვებზე. ლოცვების გამეორება ვერ გადაგარჩენთ. თუ გსურთ, მიიღოთ ხსნა იესოსგან, ირწმუნეთ მისი. ბოლომდე გჯეროდეთ მისი სიკვდილისა, როგორც საკმარისი მსხვერპლისა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. მხოლოდ მისი იმედი გქონდეთ, როგორც მხსნელისა. ეს დახსნის ბიბლიური მეთოდია. თუკი მიიღეთ იესო, როგორც მხსნელი, წარმოთქვით ლოცვა ღმერთის წინაშე. უთხარით ღმერთს, როგორი მადლიერი ხართ იესოს გამო. აღავლინეთ ღმერთის ქება მისი სიყვარულისა და მსხვერპლის გამო. მადლობა უთხარით იესოს, რომ მოკვდა თქვენი ცოდვებისთვის და გიხსნათ. ასეთია ლოცვისა და ხსნის ბიბლიური კავშირი.

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა არის ლოცვა ხსნისთვის?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries