settings icon
share icon
შეკითხვა

როგორი სიახლოვეა დაშვებული ქორწინებამდე?

პასუხი


ეფესელთა 5:3-ში წერია: „ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით". ნებისმიერი სქესობრივი ამორალურობა შეუფერებელია ქრისტიანისთვის. ბიბლიაში ვერ წაიკითხავთ „ყოველგვარ" ამორალურობათა ჩამონათვალს და ვერც ქორწინებამდე დაშვებულ ფიზიკურ სიახლოვეს. რაკი არ ვხვდებით, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღვთისათვის სათნოა ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობა. სინამდვილეში, „წათამაშება" წინ უძღვის სქესობრივ ურთიერთობას. ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ასეთი „წათამაშება" (ფლირტი, არშიყი) უნდა შეიზღუდოს დაქორწინებამდე. ქორწინებამდე უარი უნდა ვთქვათ ყველაფერზე, რაც შეიძლება არშიყობად, „წათამაშებად" ჩაითვალოს.

ასევე, ნებისმიერი ქცევა, რომელიც ეჭვს ჰბადებს დაუქორწინებელთათვის, უნდა ავიცილოთ (რომაელთა 14:23). დაუქორწინებელმა წყვილმა თავი უნდა აარიდოს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც უბიძგებს სქესობრივი ურთიერთობისკენ; რომელიც ამორალურს ჰგავს ან რამაც შეიძლება „წათამაშება" გამოიწვიოს. ბევრი ეკლესიის წინამძღოლისა და ქრისტიანის რჩევაა, რომ წყვილები არ გასცდნენ ხელჩაკიდებას, ჩახუტებასა და გადაკოცნას. მეტიც, რაც უფრო დაფარული იქნება ეს ყველაფერი, მით მეტად განსაკუთრებული და უნიკალური იქნება სქესობრივი ურთიერთობა ქორწინებაში.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როგორი სიახლოვეა დაშვებული ქორწინებამდე?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries