შეკითხვა
რას ამბობს ბიბლია, როგორ უნდა იპოვო ცხოვრების მიზანი?
პასუხი
ბიბლია მკაფიოდ გვეუბნება, თუ რა არის ცხოვრების მიზანი. ძველსა და ახალ აღქმაში ადამიანები აქტიურად ცდილობდნენ ეპოვათ ცხოვრების მიზანი. სოლომონმა, ყველაზე ბრძენმა ადამიანმა, მხოლოდ ამ ქვეყნიერებისთვის ცხოვრება ამაოებად ჩათვალა. ეკლესიასტეს წიგნში ის წერს: „მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი. რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს თუ ბოროტს" (ეკლესიასტე 12:13-14). სოლომონი ამბობს, რომ უნდა ვიცხოვროთ უფლისადმი პატივისცემით; დავიცვათ მცნებანი, რადგან ერთ დღესაც წარვსდგებით მისი სამსჯავროს წინაშე. ღვთის შიში და მორჩილება ჩვენი ცხოვრების მიზნის ნაწილია.
ცხოვრების კიდევ ერთი მიზანია, დავინახოთ დედამიწაზე სიცოცხლის პერსპექტივა. იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრებით ტკბებიან, მეფე დავითი თავის სიამოვნებას მომავალი ცხოვრებისგან ელოდა. ის ამბობს: „მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით" (ფს. 16:15). დავითისთვის ნეტარება მოვიდოდა, როდესაც გამოიღვიძებდა (შემდეგ ცხოვრებაში) უფლის სახის შეცნობით (მასთან ურთიერთობა) და მასთან მიმსგავსებით (1 იოანეს 3:2).
72-ე ფსალმუნში ასაფი ამბობს, რომ კინაღამ მოუცურდა ფეხი, რადგან შეშურდა სულელებისა, როცა მათ კეთილდღეობას ხედავდა. რადგან არ იტანჯებიან სხვა კაცთა მსგავსად და სხვა ადამიანებივით არ ტვირთმძიმობენ. 25-ე მუხლში, ის ამბობს რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი: „ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე." ასაფისთვის ცხოვრებაში ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო ღმერთთან ურთიერთობა, ამის გარეშე ცხოვრებას მისთვის უმიზნო იქნებოდა.
პავლე მოციქული საუბრობდა თავის რელიგიურ მიღწევებზე, ვიდრე მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს შეხვდებოდა, რის შემდეგაც, მისმა ყველა მონაპოვარმა, ქრისტეს სრულყოფილების შეცნობასთან შედარებით, ფასი დაკარგა. ფილიპელთა 3:9-10-ში, პავლე წერს, რომ მას არაფერი უნდოდა, გარდა იმისა, რომ შეეცნო ქრისტე, „მასში აღმოჩენილიყო", შეეცნო მისი სამართალი და ეცხოვრა მისი რწმენით, მაშინაც კი თუ ეს ტანჯვასა და სიკვდილს ნიშნავდა (2 ტიმოთეს 3:12). საბოლოოდ, ის ელოდა „მკვდრეთით აღდგომას".
უფალმა რამდენიმე მიზნით შეგვქმნა: 1) ვადიდოთ უფალი და დავტკბეთ მასთან ურთიერთობით; 2) გვქონდეს კარგი ურთიერთობა სხვებთან; 3) ვიშრომოთ; 4) ვიბატონოთ დედამიწაზე. როდესაც ადამიანი ცოდვაში გადავარდა, დაკარგა უფალთან ურთიერთობა, სხვებთან ურთიერთობა გართულდა, შრომა გაუსაძლისი გახდა და ადამიანს გაუჭირდა დედამიწის ბატონობის შენარჩუნება. ცხოვრების მიზნის დაბრუნება მხოლოდ ქრისტეს რწმენით, უფალთან ურთიერთობის აღდგენითაა შესაძლებელი.
ადამიანის მიზანია უფლის დიდება და მარადიულად მისით ტკბობა. უფალს ვადიდებთ შიშით და მორჩილებით, მომავალ სასუფეველზე ფიქრით და მისი პირადად ცნობით. უფალთან ურთიერთობა გვსიამოვნებს, როდესაც ცხოვრებაში მივყვებით მის მიზნებს, რაც გვაძლევს საშუალებას განვიცადოთ ნამდვილი და ხანგრძლივი სიხარული – უხვი ცხოვრება, რომელიც უფალს ჩვენთვის უნდა.
English
რას ამბობს ბიბლია, როგორ უნდა იპოვო ცხოვრების მიზანი?