settings icon
share icon
შეკითხვა

რა კავშირია ატაცებასა და გასაჭირის დროს შორის?

პასუხი


დრო, რომელიც უკავშირდება გასაჭირსა და ატაცების საკითხს, ერთ-ერთი ყველაზე სადაო საკითხია თანამედროვე ეკლესიაში. ამ საკითხის აქვს სამი ძირითადი ხედვა: გასაჭირამდე (ატაცება ხდება გასაჭირამდე), გასაჭირთან ერთად (ატაცება ხდება გასაჭირისას) და გასაჭირის შემდეგ (ატაცება ხდება გასაჭირის შემდეგ). მეოთხე შეხედულება, რომელიც ცნობილია, როგორც „წინასწარი ატაცება", ტანჯვასთან ერთად ატაცების მცირე მოდიფიკაციაა.

უპირველესად, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ გასაჭირის მიზეზი. დანიელის 9:27 მიხედვით შვიდჯერ შვიდეული (შვიდი წელი) ჯერ კიდევ წინ გვაქვს. დანიელის წინასწარმეტყველება შვიდჯერ შვიდეულზე (დანიელი 9:20-27) ისრაელის შესახებ მოგვითხრობს. ეს დროის ის ნაწილია, როცა ღმერთი თავის ყურადღებას მიაპყრობს მხოლოდ ისრაელს. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ზუსტად მითითებული იმ დროს ეკლესია იარსებებს თუ არა, მაინც ჩნდება კითხვა – დროის ამ მონაკვეთში საჭიროა ეკლესიის ყოფნა დედამიწაზე?

წმინდა წერილში ატაცებაზე ვკითხულობთ 1 თესალონიკელთა 4:13-18-ში. იქ ნათქვამია, რომ ყველა ცოცხალი მორწმუნე და, ასევე, ის მორწმუნეებიც, რომლებიც მოკვდნენ, შეხვდებიან უფალ იესოს ჰაერში და მასთან ერთად დარჩებიან მარადიულად. ატაცება იმას ნიშნავს, რომ ღმერთი თავის შვილებს დედამიწიდან წაიყვანს. რამდენიმე მუხლის შემდეგ 1 თესალონიკელთა 5:9-ში პავლე წერს: „რადგან ღმერთმა დაგვადგინა არა შესარისხად, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით". გამოცხადება, სადაც, უპირატესად, ლაპარაკია გასაჭირზე, წინასწარმეტყველური წერილია, რომელიც უკავშირდება განკითხვის დღეებში დედამიწაზე ღვთის რისხვის გადმონთხევას. შეუსაბამოდ ჟღერს ღმერთის აღთქმები მორწმუნეთა მიმართ, რომ ისინი არ დაიტანჯებიან, თუმცა რისხვის დროს, ტოვებს მათ დედამიწაზე გასაჭირისთვის. ის ფაქტი, რომ ღმერთი ქრისტიანებს დაპირდა რისხვისგან გამოხსნას ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც შეპირდა მათ აყვანას დედამიწიდან, ამ ორი მოვლენას აკავშირებს ერთმანეთთან.

ატაცების შესახებ სხვა მნიშვნელოვანი მონაკვეთი გვხვდება გამოცხადების 3:10-ში, სადაც ქრისტე მორწმუნეებს დაცვას ჰპირდება „განსაცდელის ჟამისგან", რომელიც დედამიწაზე დადგება. ეს შეიძლება ორ რამეს ნიშნავდეს. ან ქრისტე დაიცავს მორწმუნეებს განსაცდელისას, ან განარიდებს მათ ამ განსაცდელს. ბერძნულიდან ორივე თარგმანი სწორია. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ რისგან არიან ქრისტიანები დაცულნი. ეს მარტო განსაცდელი კი არ არის, არამედ განსაცდელის „ჟამია". ქრისტე დაცვას ჰპირდება მორწმუნეებს განსაცდელის დროისაგან, სახელდობრ – გასაჭირისგან. გასაჭირისა და ატაცების მიზანი, 1 თესალონიკელთა 5:9-სა და გამოცხადების 3:10-ს განმარტება – ორივე მხარს უჭერს გასაჭირამდე ატაცების ვერსია. თუკი ბიბლიას პირდაპირ და სიტყვასიტყვით განვმარტავთ, გასაჭირამდე ატაცების ვერსია ყველაზე მყარია წმინდა წერილში.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა კავშირია ატაცებასა და გასაჭირის დროს შორის?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries