settings icon
share icon
შეკითხვა

როდის ან როგორ ვიღებთ სულიწმიდას?

პასუხი


პავლე მოციქული ცხადად გვასწავლის, რომ სულიწმიდის მიღება იესო ქრისტეს მხსნელად მიღებას მოჰყვება. 1 კორინთელთა 12:13-ში წერია: „ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად – იუდეველები თუ ელინები, მონები თუ თავისუფლები, და ყველას ერთი სული გვისვამს." რომაელთა 8:9 გვასწავლოს, რომ თუ ადამიანს არ აქვს სულიწმიდა, ის არ ეკუთვნის იესო ქრისტეს: „თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის". ეფესელთა 1:13-14 გვასწავლის, სულიწმიდა ბეჭდავს ყველა მორწმუნის გადარჩენას: „მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ სულიწმიდის მიერ აღთქმული, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია, საკუთრების გამოსასყიდად მისი დიდების საქებრად."

ეს სამი წინადადება ნათელს ჰფენს ფაქტს — სულიწმიდის მიღება ხდება ხსნის დროს. თუ კორინთოელ მორწმუნეებს არ ექნებოდათ სულიწმიდა, პავლეც ვერ იტყოდა, რომ ყველანი მოინათლნენ და შესვეს ერთი სული. რომაელთა 8:9 ამ აზრს უფრო ამყარებს, სადაც წერია, რომ თუ ადამიანს არ აქვს სულიწმიდა, ის არ ეკუთვნის ქრისტეს. ამასთანავე, სულიწმიდის ქონა არის გადარჩენის მტკიცებულება. მეტიც, სულიწმიდა ვერ იქნება ანაბეჭდი ხსნისა (ეფესელთა 1:13-14) თუ ის ხსნის დროს არ მიიღება. უამრავი წერილით მტკიცდება ჩვენი ხსნის გარანტია, იმ წუთიდან, როდესაც იესოს მხსნელად ვიღებთ.

ეს საკითხი საკამათოა, რადგან სულიწმიდის მსახურებები ხშირად დამაბნეველია. სულიწმიდის მიღება და დამკვიდრება მასში ხსნის დროს ხდება. სულიწმიდით აღვსება უწყვეტი პროცესია ქრისტიანულ ცხოვრებაში. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ სულით ნათლობა ხდება ხსნის მომენტში, მაგრამ ყველა ქრისტიანს არ სწამს ასე. ხანდახან, სულით ნათლობა ერევათ „სულის მიღებაში", როგორც ხსნის თანამდევი მოქმედება.

და ბოლოს, როგორ ვიღებთ სულიწმიდას? უფალ იესო ქრისტეს მხსნელად მიღებით, ჩვენ ვიღებთ სულიწმიდას (იოანეს 3:5-16). როდის ვიღებთ სულიწმიდას? სულიწმიდა ჩვენი მუდმივი საკუთრება ხდება, იმ წამს, როცა ვირწმუნებთ.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როდის ან როგორ ვიღებთ სულიწმიდას?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries