settings icon
share icon
შეკითხვა

ვინ არის სატანა?

პასუხი


სატანაზე ადამიანების წარმოდგენა სისულელედან აბსტრაქტულამდე მერყეობს — დაწყებული პატარა წითელრქიანი არსებით, რომელიც, მხარზე შემომჯდარი, ცდილობს გაცდუნოს, დამთავრებული ბოროტ არსებამდე. თუმცა ბიბლია ნათლად გვაჩვენებს მის ვინაობასა და გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. ბიბლია აღწერს სატანას, როგორც ანგელოზს, რომელიც ზეციდან დაეცა ცოდვის გამო, და, ახლა, სრულიად ეწინააღმდეგება ღმერთს, აკეთებს რა ყველაფერს ღვთის მიზნების ჩასაშლელად.

სატანა თავიდან წმინდა ანგელოზი იყო. ესაია 14:12-ში სატანა დაცემამდე ლუციფერად მოიხსენიება. ეზეკეილის 28:12-14-ის მიხედვით სატანა თავიდან ქერუბიმად შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი უზენაესი ანგელოზი. თავისი სილამაზისა და სტატუსის გამო ის ამპარტავნობამ შეიპყრო და მოინდომა ღვთის ტახტზე დაჯდომა (ესაია 14:13-14; ეზეკიელი 28:15; 1 ტიმოთეს 3:6). სატანა დასცა თავისივე სიამაყემ. ესაიას 14:12-15-ში აღნიშნულია, რომ უფალმა სატანა ზეციდან ცოდვის გამო განდევნა.

სატანა გახდა ამ ქვეყნის მმართველი და ჰაერის ძალთა მთავარი (იოანეს 12:31; 2 კორინთელთა 4:4; ეფესელთა 2:2). ის ცილისმწამებელი (გამოცხადება 12:10), მაცდური (მათეს 4:3; 1 თესალონიკელთა 3:5) და ცრუა (დაბადება 3; 2 კორინთელთა 4:4; გამოცხადება 20:3). მისი სახელი პირდაპირ ნიშნავს „მეტოქეს" ან „მოწინააღმდეგეს". სხვაგვარად, ეშმაკი ნიშნავს „ცილისმწამებელსაც".

მიუხედავად იმისა, რომ განიდევნა ზეციური სამყაროდან, სატანა ახლაც ცდილობს აიმაღლოს თავი უფალზე მაღლა. მას ჰგონია, რომ ღვთის საქმეების დამახინჯებით, ის სამყაროს წააქეზებს ღვთის სამეფოს წინააღმდეგ, და, ამ გზით, თაყვანისცემას მოიპოვებს. სატანა საბოლოო წყაროა ყველა ცრუ კულტის და მსოფლიო რელიგიის. ის ყველაფერს იღონებს უფლისა და მისი მიმდევრების საწინააღმდეგოდ. თუმცა სატანა განწირულია — მისი ბოლო საუკუნო ცეცხლის ტბაა (გამოცხადება 20:10)

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

ვინ არის სატანა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries