შეკითხვა
რა ნიშნავს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა?
პასუხი
იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა არის მორწმუნეთა იმედი, რომ ღმერთი კვლავ ხელში აიყვანს ყველაფერს და თავის დაპირებებისა და წინასწარმეტყველებებს არ გადავა. იესო ქრისტეს პირველად მოსვლისას, წინასწარმეტყველების თანახმად, იგი ჩვილის სახით მოვიდა ბეთლემის ბაგაში. იესომ თავისი დაბადების, მოღვაწეობის, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომისას აღასრულა უამრავი წინასწარმეტყველება. თუმცა არსებობს ზოგიერთი წინასწარმეტყველება მესიის შესახებ, რომელიც იესოს ჯერ არ აღუსრულებია. ქრისტეს მეორედ მოსვლა კი იქნება სწორედ ამ წინასწარმეტყველებათა აღსრულება. იესო, პირველად მოსვლისას, იყო მოწამე მსახური. მეორედ მოსვლისას კი იესო იქნება ტრიუმფალური მეფე. პირველად მოსვლისას იესო ყველაზე თავმდაბალი გარემოცვით მოვიდა. მეორედ მოსვლისას კი — ზეციური მხედრობით.
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებმა ნათლად არ განმარტეს განსხვავება ამ ორ მოსვლას შორის. ეს შეგვიძლია ვიხილოთ ესაიას 7:14, 9:6-7-ში და ზაქარიას 14:4-ში. წინასწარმეტყველებები თითქოს ორ სხვადასხვა პიროვნებაზე წერდნენ, ამიტომ ბევრი ებრაელი მკვლევარი თვლიდა, რომ იქნებოდა ორი — წამებული და გამარჯვებული მესია. ისინი შეცდნენ, რაკი ვერ მიხვდნენ, რომ იქნება მხოლოდ ერთი მესია ორივე სტატუსით მოსული. იესო, პირველად მოსვლისას, წამებულ მსახურად მოგვევლინა (ესაია 53). მეორედ მოსვლისას კი მოგვევლინება ისრაელის მხსნელად და მეფედ. ზაქარიას 12:10 და გამოცხადების 1:7 აღწერს მეორედ მოსვლას, როგორც იესოს ჯვარზე განგმირვის გახსენებას. ისრაელი და მთელი მსოფლიო იგლოვებს ქრისტეს პირველად მოსვლის უარყოფას.
ავიდა რა იესო ზეცაში, ანგელოზებმა მოციქულებს უთხრეს: „გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა ისევე, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ" ზაქარიას 14:4 მეორედ მოსვლის ადგილად ზეთისხილის მთას აცხადებს. მათეს 24:30-ში კი წერია: „და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, მრავალი ძალითა და დიდებით." ტიტეს 2:13 მეორედ მოსვლას „დიდების გაცხადებად" აღწერს.
მეორედ მოსვლის უდიადეს მომენტს აღნიშნავს გამოცხადების 19:11-16: „ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, ერთგულად და ჭეშმარიტად რომ იწოდება, რომელიც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. მისი თვალები მსგავსია ცეცხლის ალისა, თავზე მრავალი დიადემა ედგა და ზედ ეწერა სახელი, რომელიც მის გარდა არავინ იცის. სისხლში ამოვლებული სამოსელი ემოსა. მისი სახელია 'ღმერთის სიტყვა'. ციური ლაშქარი მისდევდა მას თეთრ ცხენებზე, თეთრი და სუფთა ბისონით შემოსილი. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს; ის დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით; და დაწურავს ყოვლისმპყრობელი ღმერთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს. სამოსელსა და თეძოზე აწერია სახელი: „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი".
English
რა ნიშნავს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა?