settings icon
share icon
შეკითხვა

როგორია ბოლო დროის ნიშნები?

პასუხი


მათეს 24:5-8-ში მოცემულია მინიშნებები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება მივხვდეთ აღსასრულის მოახლოებას. „ვინაიდან ბევრი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილობები, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია." ცრუ მესიათა გამოჩენა, ომები, შიმშილი და სტიქიურ უბედურებათა ზრდა — ეს ყველაფერი აღსასრულის ნიშნებია. ეს მონაკვეთი გვაფრთხილებს: ჩვენ არ უნდა შევცდეთ, რადგან ეს მოვლენები მხოლოდ მშობიარობის ტკივილების დასაწყისია. აღსასრული კიდევ წინ არის.

ზოგიერთი მკვლევარი ყველა მიწისძვრას, პოლიტიკურ გადატრიალებას, ისრაელზე ყველა თავდასხმას, აღსასრულის მოახლოებას მიაწერს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენები ბოლოს ჟამის ნიშნად შეიძლება ჩანდეს, ეს არ ნიშნავს აღსასრულს. მოციქულმა პეტრემ გაგვაფრთხილა, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში საგრძნობლად მოიმატებს ცრუ სწავლებები. „ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს (1 ტიმოთეს 4:1). უკანასკნელი დღეები აღწერილია, როგორც „საზარელი ჟამი" ადამიანებში ბოროტების მოზღვავებისა და იმათ გამო, რომლებიც „ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას" (2 ტიმოთეს 3:1-9; 2 თესალონიკელთა 2:3).

სხვა შესაძლო ნიშნად გვევლინება იერუსალიმში ებრაული ტაძრის აღდგენა, ისრაელთან მტრული დამოკიდებულების ზრდა და მსოფლიოს ერთიანი მმართველობისკენ სვლა. თუმცა, აღსასრულის მოახლოების გამორჩეული ნიშანი ისრაელის ერია. ქრ. შობიდან 70 წლის შემდეგ, ისრაელი 1948 წელს გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ღმერთი დაჰპირდა აბრაამს, რომ ქანაანი, მისი შთამომავლობის „საუკუნო საკუთრება" იქნებოდა (დაბადება 17:8). ხოლო ეზეკიელმა იწინასწარმეტყველა ისრაელის სულიერი და ფიზიკური აღდგომა (ეზეკიელი 37 თ.). ისრაელის, როგორც ერის, საკუთარ მიწაზე ყოფნა მნიშვნელოვანია წინასწარმეტყველებისთვის, რადგანაც ისრაელის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ესქატოლოგიაში.

უფრო გონივრულად და გამჭრიახად მოვიქცევით, თუ აღსასრულის მოლოდინში ამ ნიშნებს გავითვალისწინებთ. ეს ნიშნები ცალკეულად არ უნდა განვმარტოთ, როგორც აღსასრულის ცხადი მოახლოება. ღმერთმა საკმარისი ინფორმაცია მოგვცა, რომ აღსასრულისთვის მზად ვიყოთ, და ზუსტად ამისთვის ვართ მოწოდებულნი.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როგორია ბოლო დროის ნიშნები?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries