შეკითხვა
ბიბლია წყალობს მონობას?
პასუხი
ხშირად, მონობა წარსულთანაა დაკავშირებული. მაგრამ დადგენილია, რომ, დღეს, მსოფლიოში, 27 მილიონი ადამიანია სხვადასხვა სახის მონობაში: იძულებითი შრომა, სექსით ვაჭრობა, მემკვიდრეობით საკუთრება და ა. შ. იესო ქრისტეს დახმარებით ცოდვის მონობისგან განთავისუფლებულთ ლომის წილი უნდა ჰქონდეთ მონობის დასრულების საქმეში. ჩნდება კითხვა, რატომ არ ლაპარაკობს ბიბლია მონობის წინააღმდეგ? რატომ ჩანს, რომ, თითქოს, ბიბლია მხარს უჭერს ადამიანის მონობის პრაქტიკას?
ბიბლია მონობის პრაქტიკას დაჟინებით არ კიცხავს ის იძლევა მითითებებს, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ მონებს (მეორე რჯული 15:12-15; ეფესელთა 6:9; კოლოსელთა 4:1), მაგრამ მონობას არ კრძალავს. ამიტომ, ბევრს ჰგონია, რომ ბიბლიისათვის მონობის ყველა ფორმა მისაღებია. ბევრს არ ესმის, რომ მონობა ბიბლიურ ხანაში ძალიან განსხვავდება მონობის იმ ტიპისაგან, რომელიც ბოლო რამდენიმე საუკუნეში მსოფლიოს ბევრ ნაწილშია გავრცელებული. ბიბლიის დროს მონობა რასაზე არ იყო დაფუძნებული. ადამიანებს არ იმონებდნენ მათი ნაციონალურობისა და კანის ფერის გამო. ბიბლიის დროს მონობა ეკონომიკას ეფუძნებოდა; ეს სოციალური სტატუსის საკითხი იყო. ადამიანები საკუთარ თავს ასაღებდნენ მონებად, როცა ვერ იხდიდნენ ვალებს და ვერ არჩენდნენ ოჯახებს. ახალი აღქმის დროს, ხშირად, ექიმები, ვექილები და პოლიტიკოსებიც კი იყვნენ სხვების მონები. ზოგიერთი ადამიანი ნებით ირჩევდა მონობას, რათა ბატონოს უზრუნველეყო იგი.
მონობა, ბოლო რამდენიმე საუკუნეში, ძირითადად, კანის ფერს ეფუძნებოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრი შავკანიანი ადამიანი იქცა მონად საკუთარი ნაციონალურობის გამო; ბევრი მონათმფლობელი მართლა ფიქრობდა, რომ შავკანიანები დაბლა მდგომი ადამიანები იყვნენ.
ბიბლიისათვის მიუღებელია რასაზე დაფუძნებული მონობა, რადგანაც ის ქადაგებს, რომ ღმერთმა ყველა ადამიანი საკუთარ ხატად შექმნა (დაბადების 1:27). ამავე დროს, ძველი აღთქმა უშვებდა ეკონომიკაზე დაფუძნებული მონობას და არეგულირებდა მას. საკვანძო მომენტია ის, რომ მონობა, რომელიც ბიბლიის მიხედვით იყო დაშვებული, არაფრით ჰგავდა რასაზე დაფუძნებულ მონობას, რომელიც მსოფლიოში ბოლო რამდენიმე საუკუნეში გავრცელდა.
ამას გარდა, ორივე, ძველი და ახალი აღქმა, კიცხავს „ადამიანების მოტაცების" საქმიანობას, რაც მე-19 საუკუნეში, აფრიკაში იყო გავრცელებული. აფრიკელებს მონებზე მონადირეები იტაცებდნენ და მონებით მოვაჭრეებზე ასაღებდნენ, რომელთაც ისინი „ახალ სამყაროში" პლანტაციებსა და ფერმებში სამუშაოდ მიჰყავდათ. ეს პრაქტიკა საზიზღარია ღვთის თვალში. ასეთი დანაშაულის სასჯელად მოსეს რჯულში სიკვდილი იყო განსაზღვრული: „ვინც მოიპარავს ადამიანს და გაყიდის მას, ან აღმოაჩნდება მის ხელში, სიკვდილით უნდა მოკვდეს" (გამოსვლა 21:16). ახალ აღქმაშიც, მონებით მოვაჭრეები უღმერთოთა და ცოდვილთა ნუსხაში მოიხსენებიან, ასევე იმ კატეგორიაში წერიან, სადაც კლავენ საკუთარ დედას ან მამას, მრუშობენ, არიან გარყვნილნი, მატყუარანი და ცრუ მოწმენი (1 ტიმოთეს 1:8–10).
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ ბიბლიის მიზანია გადარჩენის გზის ჩვენებაა, და არა საზოგადოების რეფორმაცია. ბიბლიისთვის ნიშნეულია საკითხებისადმი შიგნიდან მიდგომა. თუკი ადამიანს უყვარს, ღვთისმოსავია და მადლიერებით იღებს ხსნას, ღმერთი შეცვლის მის სულს, ფიქრებსა და ქმედებებს. ადამიანი, რომელმაც მიიღო ღმერთის საჩუქარი და განთავისუფლდა ცოდვის მონობისგან, გააცნობიერებს, რომ სხვა ადამიანის დამონება ცუდია. ის შეძლებს პავლესნაირ ხედავს, რომ მონა შეიძლება იყო „ძმა უფალში" (ფილიმონი 1:16). ღვთის მადლის მოზიარე სხვების მიმართ თანამგრძნობი ხდება. ასეთია ბიბლიის გზა მონობის დასასრულებლად.
English
ბიბლია წყალობს მონობას?