შეკითხვა
რატომ დარგო უფალმა ედემში ბოროტისა და კეთილის შეცნობის ხე?
პასუხი
უფალმა ედემში კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის დარგვით, ადამსა და ევას მისცა არჩევანი – მორჩილება ან დაუმორჩილებლობა. მათ ყველაფერი შეეძლოთ, გარდა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამისა. დაბადება 2:16-17-ში წერია: „და უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: „ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო, მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები." უფალს ადამისა და ევასთვის არჩევანის თავისუფლება რომ არ მიეცა, ისინი რობოტებს დაემსგავსებოდნენ და დაპროგრამებულნი იმოქმედებდნენ. ღმერთმა ადამი და ევა თავისუფალ, გადაწყვეტილების მქონე, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარით შექმნა. არჩევანის უფლება გარანტია იყო მათი თავისუფლებისა.
თავად ხის ნაყოფში არავითარი ბოროტება არ იყო. ნაკლებად სარწმუნოა ისიც, რომ ხილმა ადამსა და ევას რაიმე განსაკუთრებული ცოდნა მისცა. შესაძლოა ხილს ჰქონდა ვიტამინები და სასარგებლო იყო, მაგრამ შეუძლებელია ის სულიერი საკვები ყოფილიყო. სამაგიეროდ, სულიერად გამანადგურებელი აღმოჩნდა დაუმორჩილებლობა. ამ ცოდვამ ადამსა და ევას თვალები აუხილა ბოროტის მიმართ. უპირველესად, ბოროტის არსი და სირცხვილი შეიცნეს, და უფლისგან დამალვის სურვილი გაუჩნდათ. უფლისადმი დაუმორჩილებლობის ცოდვამ წაახდინა მათი ცხოვრება და მთელი დედამიწა. ხილის ჭამით, უფლისადმი დაუმორჩილებლობით, ადამმა და ევამ ბოროტება შეიცნეს და სიშიშვლე დაინახეს (დაბადება 3:6-7).
უფალს არ სურდა ადამისა და ევას შეცოდება. მან წინასწარ იცოდა ცოდვას რა შედეგი მოჰყვებოდა. უფალმა იცოდა, რომ ადამი და ევა შესცოდავდნენ და ქვეყნიერებას ბოროტებას, ტანჯვასა და სიკვდილს მოუტანდნენ. ისმის კითხვა: რატომ მისცა სატანას უფლება ადამისა და ევას ცდუნებისა? უფალმა მათ გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა. შეჭამეს რა აკრძალული ხილი, მათ ღვთისადმი დაუმორჩილებლობა არჩიეს. შედეგად, მას შემდეგ, ბოროტება, ცოდვა, ტანჯვა, ავადმყოფობა და სიკვდილი აცუდებს ქვეყნიერებას. ადამისა და ევას შეცოდების შედეგად, ყოველი ცოდვის ბუნებით იბადება, ცოდვისადმი მიდრეკილებით. მათი საქციელის გამო აუცილებელი გახდა ქრისტე სიკვდილი და სისხლის დაღვრა ჩვენს სასიკეთოდ. ქრისტეს რწმენით შეგვიძლია განთავისუფლება ცოდვის შედეგებისგან და თავად ცოდვისგან. უნდა ვიმეოროთ პავლე მოციქულის სიტყვები, რომაელთა 7:24-25-დან: „უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ."
English
რატომ დარგო უფალმა ედემში ბოროტისა და კეთილის შეცნობის ხე?