settings icon
share icon
შეკითხვა

არის თუ არა უნივერსალური ხსნა ბიბლიური? რატომ სჯერა უნივერსალიზმის ამდენ ადამიანს?

პასუხი


უნივერსალიზმის მიხედვით, ყველა გადარჩება. დღეს ბევრს უნივერსალური გადარჩენის სჯერა და ჰგონია, რომ, საბოლოოდ, ყველა ადამიანი თავს მოიყრის ზეცაში. შესაძლოა, სწორედ ის მოსაზრება, რომ კაცები და ქალები ჯოჯოხეთში მარადიულად იტანჯებიან, უბიძგებს ადამიანებს წმინდა წერილის სწავლების უარყოფას. მეტისმეტი აქცენტი ღვთის უსაზღვრო სიყვარულსა და თანაგრძნობაზე – და ღვთის სამართლიანობის უარყოფა – ადამიანს აფიქრებინებს, რომ ღმერთი ყველა ცოცხალს შეიწყალებს. მაგრამ, წმინდა წერილის გვასწავლის, რომ ზოგიერთები მარადიულობას ჯოჯოხეთში გაატარებენ.

უპირველესად, ბიბლიაში ცხადია, რომ ყოველი მოუნანიებელი სამარადისოდ ჯოჯოხეთში იქნება. იესოს სიტყვების თანახმად, მართალთა ზეცაში ყოფნის დრო, ტოლია ცოდვილთა დროისა – ჯოჯოხეთში. მათეს 25:46-ში წერია: „წავლენ ესენი [ცოდვილნი] საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში." ამ მუხლის მიხედვით, ცოდვილთა სასჯელი ისეთივე მარადიულია, როგორც მართალთა სიცოცხლე. ზოგიერთს სჯერა, რომ ჯოჯოხეთში მყოფნი, საბოლოოდ, დაასრულებენ არსებობას, გაქრებიან, მაგრამ ღმერთი ადასტურებს, რომ მათი ტანჯვა სამუდამოა. მათეს 25:41 და მარკოზი 9:44 აღწერს ჯოჯოხეთს, როგორც „მარადიულ ცეცხლს" და „ჩაუქრობელ ცეცხლს".

ვინ გადარჩება „ჩაუქრობელი ცეცხლისგან? გავრცელებულია რწმენა, რომ ყველა გზა — ყველა რელიგიისა და რწმენისა — ზეცაში მიდის, ან ღმერთი იმდენად სავსეა სიყვარულითა და თანაგრძნობით, რომ ყველას ზეცაში შეიყვანს. ღმერთი, მართლაც, სავსეა სიყვარულითა და წყალობით, სწორედ ამ თვისებების გამო გამოგვიგზავნა თავისი ძე, იესო ქრისტე, დედამიწაზე, რათა ჩვენს გამო მომკვდარიყო ჯვარზე. ზეცაში შესასვლელი ერთადერთი კარი იესოა. მოციქულთა საქმეების 4:12-ში წერია: „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით." „ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი – კაცი ქრისტე იესო" (1 ტიმოთეს 2:5). იოანეს 14:6-ში, იესო ამბობს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით." იოანეს 3:16-ში კი: „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე." ღვთის ძის უარყოფით, ხსნას ვკარგავთ (იოანეს 3:16; 18, 36).

ეს მუხლი ამხელს უნივერსალიზმსა და უნივერსალური გადარჩენის მოსაზრებებს – ისინი არაბიბლიურია. უნივერსალიზმი პირდაპირ ეწინააღმდეგება ბიბლიურ სწავლებას. როცა ბევრი ადამიანი ბრალს სდებს ქრისტიანებს შეუწყნარებლობასა და „ექსკლუზიურობაში", მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქრისტეს სიტყვები სწორედ ასეთია. ქრისტიანებს ეს აზრები და შეხედულებები თვითნებურად არ გაუვრცელებიათ; ქრისტიანები უფლისას იმეორებენ. ადამიანები უარყოფენ სახარების უწყებას, რაკი არ სურთ თავიანთი ცოდვების დათმობა და უფლის აღიარება, მათ გადასარჩენად. იმის თქმა, რომ ქრისტესმიერი ხნის უარმყოფელნი გადარჩებიან, აკნინებს ღმერთის სიწმინდესა და სამართლიანობას და უარყოფს იესოს მსხვერპლის აუცილებლობას ჩვენი ხსნისათვის.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

არის თუ არა უნივერსალური ხსნა ბიბლიური? რატომ სჯერა უნივერსალიზმის ამდენ ადამიანს?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries