settings icon
share icon
შეკითხვა

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ქალწულებრივი შობა?

პასუხი


ქალწულისგან შობის დოქტრინა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა (ესაია 7:14; მათეს 1:23; ლუკას 1:27, 34). მოდით, ვნახოთ, როგორ აღწერს წერილი ამ მოვლენას. მარიამის კითხვის პასუხად: „როგორ იქნება ეს?" (ლუკას 1:34), გაბრიელი პასუხობს: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს" (ლუკას 1:35).ამ სიტყვებით ანგელოზი იოსებს ამხნევებს, რომ არ შეეშინდეს მარიამის ცოლად შერთვა: „ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისაგან არის" (მათეს 1:20). მათე ამბობს, რომ ქალწული „სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა" (მათეს 1:18). გალატელთა 4:4, აგრეთვე,გვასწავლის ქალწულებრივ შობაზე: „მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა".

ამ მუხლებიდან, უდაოდ ნათელია, რომ იესოს დაბადება იყო მარიამის სხეულში სულიწმინდის მოქმედების შედეგი. არამატერიალური (სული) და მატერიალური (მარიამის მუცელი), ორივე იყოჩართული. რა თქმა უნდა, მარიამი ვერ შეძლებდა გაენაყოფიერებინა საკუთარი თავი, ამ გაგებით, ის იყო უბრალოდ „ჭურჭელი". მხოლოდ ღმერთს შეეძლო ასეთი სასწაულებრივი ხორცშესხმა.

თუმცა მარიამსა და იესოს შორის ფიზიკური კავშირის უარყოფას,მივყავართ იმ აზრამდე, რომ იესო არ იყო ნამდვილი ადამიანი. წერილი კი გვასწავლის, რომ იესო იყო სრული ადამიანი, ჩვენს მსგავსად. ეს მან მარიამისგან მიიღო. ამავდროულად, იესო იყო სრული ღმერთი, მარადიული, უცოდველი ბუნებით (იოანეს 1:14; 1 ტიმოთეს 3:16; ებრაელთა 2:14-17).

იესო არ დაბადებულა ცოდვაში, ანუმას არ ჰქონია ცოდვილი ბუნება (ებრ. 7:26). შეიძლება გვეგონოს, რომ ცოდვილი ბუნება თაობიდან თაობას გადაეცემა მამის მეშვეობით (რომაელთა 5:12, 17, 19). ქალწულებრივმა შობამ სძლია ცოდვილი ბუნების გადაცემის ჯაჭვს, და მისცა საშუალება მარადიულ ღმერთს, გამხდარიყო სრულყოფილი ადამიანი.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ქალწულებრივი შობა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries