შეკითხვა
როგორ უნდა ვიცნო უფლის ხმა?
პასუხი
ეს კითხვა ისმის საუკუნეების განმავლობაში. სამუელმა მოისმინა უფლის ძახილი, მაგრამ ვერ ამოიცნო ის, ვიდრე ყელიმ არ ასწავლა სწორად მოქცევა (1 მეფეთა 3:1-10). გედეონს ღმერთი ფიზიკურად გამოეცხადა, მაგრამ ვერ დაიჯერა, ვიდრე უფალმა სამჯერ არ მისცა მინიშნება (მსაჯულნი 6:17-22, 36-40). როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ნამდვილად უფალი ლაპარაკობს? პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ღვთივშთაგონებული დასრულებული წმინდა წერილი, რაც გედეონსა და სამუელს არ ჰქონდათ, – წასაკითხად, სასწავლებლად და საფიქრებლად. „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის" (2 ტიმოთეს 3:16-17). ყოველი ჩვენი გადაწყვეტილება განვიხილოთ წმინდა წერილის შუქზე. უფალი არასოდეს წაგვიყვანს თავისი სიტყვის საწინააღმდეგოდ (ტიტეს 1:2).
უფლის ხმის გასაგონად, უფლისანი უნდა ვიყოთ. იესო ამბობს: „ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მოყვებიან" (იოანეს 10:27). მისი ხმის გამგონენი უფლისანი არიან, რომლებიც გადარჩნენ იესო ქრისტეს რწმენითა და ღვთის მადლით. ცნობენ რა თავიანთ მწყემს, მიჰყვებიან მას. ჩვენ მაშინ ვეკუთვნით უფალს, როდესაც ვცნობთ მის ხმას.
ჩვენ მისი ხმა გვესმის, როდესაც ბიბლიას ვსწავლობთ და მყუდროდ ვარჩევთ წმინდა წერილს. უფალთან პირისპირ გატარებული და მისი სიტყვის შესწავლის დროის შესაბამისად გვესმის მისი ხმა, და იმდენადვეა მისით მართული ჩვენი ცხოვრება. ბანკის თანამშრომლები იმდენად არიან გაწვრთნილნი ყალბი ფულის ამოცნობაში, მათთან ადვილად ვერ გახვალთ. ისე უნდა გავიწვრთნათ უფლის სიტყვით, რომ განვარჩიოთ ღვთის ხმა სხვა დანარჩენთაგან.
დღეს, უფალს შეუძლია ხმამაღლა გვესაუბროს, მაგრამ, ძირითადად, დაწერილი სიტყვებით გვესაუბრება. ზოგჯერ, უფალი გვხელმძღვანელობს სინდისის, გარემოებების, ხალხის შეგონებებითა და სულიწმინდის მეშვეობით. თუ მოსმენილს წმინდა წერილის ჭეშმარიტებებს შევადარებთ, შევძლებთ უფლის ხმის გარჩევას.
English
როგორ უნდა ვიცნო უფლის ხმა?