შეკითხვა
რა არის ქრისტიანი?
პასუხი
ქრისტიანობის განსაზღვრება ვებსტერის ლექსიკონის მიხედვით: ”ადამიანი, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს ან მიღებული აქვს ის რელიგია, რომელიც იესოს სწავლებას ახორციელებს”. ეს საერო ენაზე დაწერილი, კარგი განმარტებაა ქრისტიანობის აღსაქმელად. ბიბლიურად კი ეს გაცილებით ფართო ცნებაა, თუ რას ნიშნავს იყო ქრისტიანი.
ახალ აღთქმაში სიტყვა ”ქრისტიანი” სამჯერ არის გამოყენებული (საქმე წმიდათა მოციქულთა 11:26; 26:28; წმ. მოციქულისა პეტრესი (პირველი) 4:16). იესო ქრისტეს მიმდევრებს პირველად ”ქრისტიანები” ანტიოქიაში უწოდეს (საქმე წმიდათა მოციქულთა 11:26), რადგან მათი ქცევით, მოქმედებითა და საუბრით ისინი ქრისტეს გავდნენ. თავიდან ეს სახელი დამცინავი თიკუნის სახით გამოიყენებოდა, რათა ქრისტიანები მასხრად აეგდოთ. სიტყვასიტყვით ის ”ქრისტეს გუდის წევრობას” ან ”მოციქული ქრისტეს მიმდევარს” ნიშნავს და ეს ძალიან გავს ვებსტერის ლექსიკონის განმარტებას.
სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში სიტყვამ ”ქრისტიანი” დაკარგა თავისი მნიშვნელობის დიდი ნაწილი და ხშირად გამოიყენება იმ პიროვნებათა მიმართ, რომლებიც რელიგიურნი არიან, ან მაღალი მორალური ფასეულობანი გააჩნიათ, ნაცვლად იესო ქრისტეს მიმდევრის მნიშვნელობით. ბევრი ადამიანი, რომლებსაც არ სწამთ ქრისტესი, საკუთარ თავს ქრისტიანად მხოლოდ იმიტომ თვლიან, რომ ეკლესიაში დადიან ან ”ქრისტიანულ” ერში ცხოვრობენ. მაგრამ ეკლესიაში სიარული, გაჭირვებულთა დახმარება, ან კარგ ადამიანად ყოფნა არ ქმნის შენგან ქრისტიანს. ერთხელ ერთმა ევანგელისტმა თქვა: ”ეკლესიაში სიარული ადამიანს არ ქმნის ქრისტიანად, ისევე როგორც გარაჟში შემსვლელს არ ქმნის ავტომანქანად”. ეკლესიის წევრობა, წირვაზე დასწრება და კარგი საქმეების კეთება არ გვქმნის ქრისტიანად.
ბიბლია გვასწავლის, რომ კარგი საქმეების ჩადენით, ჩვენ არ ვხდებით ღვთისათვის მისაღებნი. ტიტე 3:5 გვეუბნება: ” არა საქმეთაგან სიმართლისათა, რომელნი-იგი ვქმნენით ჩუენ, არამედ წყალობითა თჳსითა მიჴსნნა ჩუენ, ბანითა მით მეორედ შობისაჲთა, განახლებითა სულისა წმიდისაჲთა”. ანუ, ქრისტიანი არის ადამიანი, რომელიც ხელახლა დაიბადა ღვთის მიერ (იოანე 3:3; იოანე 3:7; წმ. მოციქულისა პეტრესი (პირველი) 1:23) და იესო ქრისტე ირწმუნა. ეფესელთა 2:8 გვეუბნება: ” რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს”. ნამდვილი ქრისტიანი არის ის პიროვნება, რომელმაც მოინანია თავისი ცოდვა და ირწმუნა იესო ქრისტე. მათი რწმენა არაა მხოლოდ რელიგიის მიმდევრობა, ან მორალური კოდექსის დაცვა, ანდა ნებათა და აკრძალვათა ჩამოთვლა.
ნამდვილი ქრისტიანი არის ის პიროვნება, რომელმაც ირწმუნა იესო ქრისტე და მისი ჯვარცმის ფაქტი მიიღო როგორც ჩვენი ცოდვების გამოსასყიდი ქმედება და აღიარა მისი აღდგომა მესამე დღეს, როგორც გამარჯვება სიკვდილზე და საუკუნო ცხოვრების მინიჭება მათთვის, ვისაც მისი სჯერა. იოანე 1:12 გვეუბნება: ” ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი”. ნამდვილი ქრისტიანი ღმერთის შვილია, ღმერთის ოჯახის წევრი და ის, ვისაც მიენიჭა ახალი ცხოვრება ქრისტეთი. ნამდვილი ქრისტიანის განმასხვავებელი ნიშიანია სხვებისადმი სიყვარული და ღვთის სიტყვის მორჩილება (წმ. მოციქულისა და ღმრთისმეტყველისა იოვანესი (პირველი) 2:4; 2:10).
მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.
English
რა არის ქრისტიანი?