settings icon
share icon
შეკითხვა

სად მიდიხართ სიკვდილის შემდეგ?

პასუხი


ბიბლია აბსოლუტურად ცხადად გვპასუხობს, რომ მხოლოდ ორი ადგილი არსებობს, სადაც შეიძლება მოხვდეს ადამიანი სიკვდილის შემდეგ: სამოთხეში ან ჯოჯოხეთში. ბიბლია ასევე ნათლად გვიჩვენებს, რომ შეგვიძლია განვსაზღვროთ, სად მოვხვდებით სიკვდილის შემდეგ. გაინტერესებთ როგორ? კითხვა განაგრძეთ.

უპირველესად, პრობლემის შესახებ. ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ (რომაელთა 3:23). ჩვენ ყველანი ვაკეთებთ რაღაცას, რაც არასწორია, ბოროტია, ამორალურია (ეკლესიასტე 7:20). ცოდვა გვაშორებს ღმერთს და თუ ამ პრობლემას არ გადავჭრით, ღმერთისგან სამუდამოდ დაშორებულები ვიქნებით. (მათეს 25:46; რომაელთა 6:23ა). ღმერთისგან სამუდამო დაშორება არის ჯოჯოხეთი, რომელიც ბიბლიაში აღწერილია, როგორც მარადიული ცეცხლის ტბა (გამოცხადების 20:14–15).

ახლა კი, პრობლემის გადაჭრა: ღმერთი იესო ქრისტეში განკაცდა (იოანეს 1:1, 14; 8:58; 10:30). მან უცოდველად იცხოვრა (1 პეტრეს 3:22; 1 იოანეს 3:5) და უშურველად გაიღო საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის (1 კორინთელთა 15:3; 1 პეტრეს 1:18–19). მისი სიკვდილი ჩვენი ცოდვების საზღაური იყო (2 კორინთელთა 5:21). ახლა ღმერთი გვთავაზობს ხსნასა და მიტევებას, როგორც საჩუქარს (რომაელთა 6:23ბ), რომელიც ჩვენ რწმენით უნდა მივიღოთ (იოანეს 3:16; ეფესელთა 2:8–9). „იწამე უფალი იესო და გადარჩებით" (საქმეები 16:31). გწამდეთ, რომ მხოლოდ იესოა თქვენი მხსნელი; დაიჯერეთ, რომ მან გადაიხადა ჩვენი ცოდვების საზღაური და ღმერთის სიტყვის წყალობით, თქვენ მარადიულად იცხოვრებთ სამოთხეში.

სად წახვალთ სიკვდილის შემდეგ? ეს თქვენზეა დამოკიდებული. ღმერთი არჩევანს გთავაზობთ. ღმერთი გიწვევთ, რომ მასთან მიხვიდეთ. ეს თქვენი გამოწვევაა.

თუ გრძნობთ, რომ ღმერთი მოგიწოდებთ ქრისტეს რწმენისკენ (იოანეს 6:44), მიდით მხსნელთან. თუკი ღმერთი ასწევს ფარდას და გააქრობს თქვენს სულიერ სიბრმავეს (2 კორინთელთა 4:4), შეხედეთ მხსნელს. თუკი ხედავთ სიცოცხლის ნაპერწკალს იქ, სადაც ყოველთვის სიკვდილი იყო (ეფესელთა 2:1), მოდით სიცოცხლის წყაროსთან მხსნელის დახმარებით.

სად წახვალთ, როდესაც მოკვდებით? სამოთხეში ან ჯოჯოხეთში. იესოს დახმარებით შეიძლება აარიდოთ თავი ჯოჯოხეთს. მიიღეთ იესო ქრისტე, როგორც მხსნელი და თქვენი სამუდამო სამყოფელი ზეცა იქნება. თუკი სხვა არჩევანს გააკეთებთ, ამის შედეგი ღმერთისგან სამუდამო დაშორება – ჯოჯოხეთი იქნება (იოანეს 14:6; საქმეები 4:12).

ახლა, თუკი გესმით, რომ მხოლოდ ორი შესაძლებლობა გაქვთ სიკვდილის შემდეგ, და თუკი გსურთ, რომ იწამოთ იესო ქრისტე, როგორც თქვენი პირადი მხსნელი, დარწმუნდით, რომ გესმით და გწამთ ეს ყველაფერი და უთხარით უფალს: „ღმერთო, შენ იცი, რომ ცოდვილი ვარ, და ჩემთვისაც ცნობილია, რომ ჩემი ცოდვების გამო შენგან სამუდამო დაშორება დავიმსახურე. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ღირსი, გმადლობ, რომ გიყვარვარ და გამოისყიდე ჩემი ცოდვები იესო ქრისტეს სიკვდილითა და აღდგომით. მჯერა, რომ იესო ჩემი ცოდვებისთვის მოკვდა და მჯერა, რომ მხოლოდ მას შეუძლია ჩემი ხსნა. ამ წუთიდან დამეხმარე, რომ ვიცხოვრო შენთვის და არა – ცოდვისთვის. დამეხმარე, რომ დარჩენილი ცხოვრება იმ საოცარი ხსნის მადლიერებით განვვლო, შენ რომ მომანიჭე. გმადლობ, იესო, ხსნისთვის!"

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

სად მიდიხართ სიკვდილის შემდეგ?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries