settings icon
share icon
შეკითხვა

რატომ უნდა ვილოცოთ? რა აზრი აქვს ლოცვას, როცა ღმერთმა წინასწარ იცის ყველაფერი? თუ ღმერთს აზრს ვერ შევუცვლით, რა აზრი აქვს ლოცვას?

პასუხი


ქრისტიანებისთვის ლოცვა სუნთქვასავით უნდა იყოს – ბუნებრივი, და არა საძნელო რამ. მრავალ მიზეზთა გამო ვლოცულობთ. ერთი მხრივ, ლოცვა ღვთისმსახურებისა და მორჩილების სახეა (ლუკას 2:36-38). ვლოცულობთ, რადგან ასე ბრძანებს ღმერთი (ფილიპელთა 4:6-7). ლოცვა ქრისტესა და ადრეული ეკლესიის უმთავრესი მახასიათებელია (მარკოზის 1:35; საქმეები 1:14; 2:42; 3:1; 4:23-31; 6:4; 13:1-3). თუ ქრისტესთვის ლოცვა ფასეული იყო, მით უმეტეს, ჩვენთვის. თუკი იესოს სჭირდებოდა ლოცვა, მამის ნებაში დასარჩენად, წარმოიდგინეთ, ჩვენ რამდენად გვჭირდება იგი.

სხვა მიზეზი ლოცვისთვის გამოსავლის მოძიებაა. ვლოცულობთ მნიშვნელოვან საკითხთა გადასაწყვეტად (ლუკას 6:12-13), ეშმაკურ წინაღობათა დასაძლევად (მათეს 17:14-21); სამკლისთვის მუშაკთა შესაგროვებლად (ლუკას 10:2), განსაცდელთა დასაძლევად (მათეს 26:41) და სხვების სულიერად გასაძლიერებლად (ეფესელთა 6:18-19).

ღვთის წინაშე თხოვნით მივდივართ, და გვაქვს ღვთის აღთქმა, რომ ჩვენი ლოცვები ამაოდ არ ჩაივლის, თუნდაც ზუსტად ისე არ ახდეს, როგორც ვისურვეთ (1 იოანეს 5:14-15). ზოგჯერ, თავისი სიბრძნისამებრ, ჩვენივე კეთილდღეობისთვის, აგვიანებს პასუხს. ასეთ დროს, ლოცვაში გულმოდგინება და შეუპოვრობის გამოჩენა გვმართებს (მათეს 7:7; ლუკას 18:2-8). ლოცვა უნდა იყოს, არა ჩვენი, არამედ უფლის ნების შესრულება დედამიწაზე. უფლის სიბრძნე ჩვენსას დიდად აღემატება.

ღვთის ნების გაურკვევლობისას, ლოცვა სინათლეს მოიტანს. ეშმაკეული გოგონას დედას ქრისტესთვის დახმარება რომ არ ეთხოვა, მისი ქალიშვილისგან დემონი არ განიდევნებოდა (მარკოზის 7:26-30). იერიხონთან ბრმა კაცს რომ არ დაეძახა ქრისტესთვის, ბრმად დარჩებოდა (ლუკას 18:35-43). უფალი ამბობს, რომ არ გვაქვს, რადგან არ ვითხოვთ (იაკობის 4:2). ერთი მხრივ, ლოცვა ჰგავს ხალხისთვის სახარების გაზიარებას. ვიდრე არ ვაუწყებთ, არ ვიცით ვინ გვიპასუხებს სახარების უწყებაზე. მეორე მხრივ, თუკი არ ვილოცებთ, ვერასოდეს ვიხილავთ პასუხგაცემულ ლოცვებს.

ლოცვის სიმცირე, ღვთის მიმართ რწმენისა და ნდობის ნაკლებობაა. ვლოცულობთ, რათა წარმოვაჩინო უფლისადმი ჩვენი რწმენა, რომ იგი მისი აღთქმისამებრ იმოქმედებს, და იმაზე მეტად აკურთხებს ჩვენს ცხოვრებას, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან გვგონია (ეფესელთა 3:20). ლოცვა ჩვენთვის უმთავრესი შემწეობაა, რომ დავინახოთ უფლის ზემოქმედება სხვების ცხოვრებაზე. რაკი შეგვიძლია „ვეზიაროთ" უფლის ძალას, ესე იგი შეგვიძლია დავამარცხოთ სატანა თავისი ძალებით, რომელთაც მარტო ვერაფერს დავაკლებდით. დაე, უფალმა ხშირად გვიხილოს თავისი ტახტის წინაშე, რაკი გვყავს ზეცაში მღვდელმთავარი, რომელიც თანაგვიგრძნობს ჩვენს უძლურებებში (ებრაელთა 4:15-16). იმედი გვაქვს, რომ, აღთქმისამებრ, ბევრი რამ შეუძლია მართლის ლოცვას (იაკობის 5:16-18). განვამზადოთ ნიადაგი უფლის სახელის განსადიდებლად, რწმენითა და მასთან ხშირი წარსდგომით.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რატომ უნდა ვილოცოთ? რა აზრი აქვს ლოცვას, როცა ღმერთმა წინასწარ იცის ყველაფერი? თუ ღმერთს აზრს ვერ შევუცვლით, რა აზრი აქვს ლოცვას?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries