შეკითხვა
უნდა ემორჩილებოდეს ცოლი ქმარს?
პასუხი
ქორწინებაში მორჩილება ძალიან საკვანძოა საკითხია. აი, მარტივი ბიბლიური სწავლება: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი. მაგრამ, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში (ეფესელთა 5:22–24).
ჯერ კიდევ ქვეყნიერების ცოდვით დაცემამდე არსებობდა ქმრის პირველობის პრინციპი (1 ტიმოთეს 2:13). პირველად ადამი შეიქმნა, ხოლო შემდეგ ევა, ადამის „შემწედ" (დაბადება 2:18–20). ღმერთმა სამყაროში რამდენიმე სახის მმართველობა შექმნა: ხელისუფლება, საზოგადოებაში სამართლიანობისა და თავდაცვისთვის; მღვდლები ღვთის ცხვართა სამწყსოდ; ქმრები თავიანთ ცოლთა საზრუნავად და სასიყვარულოდ; მამები თავიანთი შვილების დასაცავად. მორჩილება ყველა შემთხვევაშია საჭიროა: მოქალაქე ემორჩილება ხელისუფლებას, ფარა – ცხვარს, ცოლი – ქმარს, ბავშვი – მამას.
ბერძნული სიტყვიდან, „ჰუპოტასსო", თარგმნილი „მორჩილება" ზმნის სახითაა მოცემული. ესე იგი ღმერთის, ხელისუფლების, მღვდლის ან ქმრის მორჩილება არაა ერთჯერადი ქმედება. ის მუდმივი დამოკიდებულებაა, რომელიც წესად იქცევა.
უპირველესად, ღმერთს უნდა დავექვემდებაროთ, რაც ღვთისადმი მსახურების უტყუარი გზაა (იაკობის 1:21; 4:7). ნებისმიერმა ქრისტიანმა უნდა იცხოვროს მორჩილებაში და სხვებისადმი მსახურებაში (ეფესელთა 5:21). ოჯახში კი, 1 კორინთელთა 11:2-3-ის მიხედვით, ქმარი უნდა დაემორჩილოს ქრისტეს (როგორც ქრისტე – მამა ღმერთს) და ცოლი – ქმარს.
დღეს, ქვეყნიერებაზე ცუდად იგებენ ქმრისა და ცოლის როლს ქორწინებაში. თუნდაც ბიბლიური შეხედულებათა სწორადა აღქმისას, მრავალი უარს ამბობს მათზე ქალთა „ემანსიპაციის" სასარგებლოდ, ოჯახური ერთობის დაშლის ხარჯზე. არ გვიკვირს ქვეყნიერება ღმერთის განზრახვას რომ უგულებელყოფს, მაგრამ ღვთის შვილები უნდა ხარობდნენ ღვთის განზრახვებით.
მორჩილება ცუდი სიტყვა როდია. დაქვემდებარება არ ნიშნავს არასრულფასოვნებას ან ნაკლებ ღირებულებას. ქრისტე მუდმივად ემორჩილებოდა მამას (ლუკას 22:42; იოანეს 5:30), თანაც სრულად.
ეფესელთა მიმართ წერილის (5:22-24) საფუძვლიანი შესწავლით, უნდა დავუპირისპირდეთ ამქვეყნიურ მცდარ შეხედულებებს ცოლქმრულ მორჩილებაზე: 1) ცოლი ემორჩილება ერთ კაცს (თავის ქმარს), და არა ყველა მამაკაცს. მორჩილების წესი არ ვრცელდება ზოგადად, საზოგადოებაში ქალის ადგილზე; 2) ცოლი ნებაყოფლობით უნდა დაექვემდებაროს თავის ქმარს იესო ქრისტეს პირადი მორჩილებით. ის ემორჩილება ქმარს, რადგან უყვარს იესო; 3) ცოლის ქმრისადმი მორჩილების მაგალითი ჰგავს ეკლესიისა და ქრისტეს ურთიერთობას; 4) არაფერია ნათქვამი ცოლის შესაძლებლობებზე, ტალანტებსა და ღირებულებაზე; ის ფაქტი, რომ ცოლი ემორჩილებოდეს ქმარს, არანაირი ნიშნით არ აკნინებს ან ამცირებს ცოლს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ყველაფერში არ არსებობს მორჩილების განსაზღვრული განკარგულება. ასე, რომ ქმარს არ სჭირდება უნარების ან ინტელექტის ტესტის ჩაბარება, ვიდრე ცოლი მასდაემორჩილება. შესაძლოა რაღაც საკითხებში ცოლიუფროძლიერი და განვითარებული უნდა იყოს, მაგრამ ის ირჩევს, რომ მიჰყვეს უფლის ხელმძღვანელობას, მეუღლის მიმართ მორჩილებით. ასე მოქცევით, ღვთიურ მეუღლეს, შეუძლია მოაბრუნოს ურწმუნო ქმარი „უსიტყვოდ" უბრალოდ თავისი ღვთიური ქცევით (1 პეტრეს 3:1).
ეფესელთა მე-5 თავის მიხედვით, რაკი ცოლი ემორჩილება ქმარს, ამ უკანასკნელს არ აქვს თავკერძოებისა და ბატონობისა. უფლის მცნება სიყვარულია (მუხლი 25), და ამ მცნებას უნდა იცავდეს ღვთის წინაშე. ქმარმა თავისი ძალაუფლება სიბრძნით, სიყვარულითა და ღვთისმოშიშებით უნდა გამოიყენოს, მოუწევს რა ღვთის წინაშე ანგარიშის ჩაბარება.
თუ ქმარს ისე უყვარს თავის მეუღლე, როგორც ქრისტეს ეკლესია, მაშინ მორჩილება მარტივია. ეფესელთა მიმართ 5:24-ში წერია: „როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში". ქორწინებაში მორჩილება ქმრის სიყვარულისა და პატივისცემის მაჩვენებელია (ეფესელთა 5:33) და ნაკლოვანებათა შევსებაა. ეს ღმერთის ბრძნული გეგმაა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ოჯახი.
კომენტატორი მათე ჰენრი წერდა: „ქალი ადამის გვერდისგანაა შექმნილი. ის თავისგან არ შეიქმნა, რომ არ ებატონა მასზე, არც ფეხებისგან, რომ არ გათელილიყო, არამედ გვერდისგან, რომ ყოფილიყო მისი თანასწორი, ყოველთვის ახლოს მყოფი დასაცავად და გულთან ახლოს სიყვარულისთვის. ეფესელთა 5:19-33-ის პირდაპირი კონტექსტი გულისხმობს სულიწმიდით აღვსებას. მორწმუნეები სულიერ მგალობლები (5:19), მადლიერები (5:20) და მორჩილები უნდა იყვნენ (5:21). შემდგომ პავლე, განავრცობს რა იგივე აზრს, ცოლებთან მიმართებაში წერს 22-24 მუხლებში. ცოლი უნდა დაემორჩილოს ქმარს არა იმიტომ, რომ მასზე ნაკლებია (ბიბლია ამას არასდროს ქადაგებს) არამედ იმიტომ, რომ ღმერთმა ასე ააწყო ოჯახური ურთიერთობები.
English
უნდა ემორჩილებოდეს ცოლი ქმარს?